დასახელება:
B2B ქოლცენტრის ოპერატორი
|
მომწოდებელი:
მინიმარტს
|
გამოქვეყნდა: 22 ივნისი
/ ბოლო ვადა: 22 ივლისი
|
კომპანია "მინიმარტს" 2022 წლის 1 აპრილიდან საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 270 -მდე ჯიხურით, სადაც ხდება სხვადასხვა პროდუქტის რეალიზაცია.
ჩვენი მიზანია - თანამშრომლების კეთილდღეობაზე ზრუნვითა და მომხმარებლის კმაყოფილებაზე ორიენტირებული დამოკიდებულებით შევქმნათ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებისა და მომსახურების გამოცდილება.
ვის ვეძებთ?
პოზიციის დასახელება: B2B ქოლ-ცენტრის ოპერატორი
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო საათები: 08:00-20:00 / 10:00-22:00
მოვალეობები:
** შემომავალი ზარის დაფიქსირება / რეგისტრაცია;
** კონსულტაციის გაწევა მომსახურებისა და პირობების შესახებ;
** ზარების პროგრამული აღრიცხვა;
** პირველადი ხარვეზების მოკვლევა/გადამისამართება.
ძირითადი მოთხოვნები: სატელეფონო ზარებზე მუშაობის 1+ წლიანი გამოცდილება.
ზოგადი მოთხოვნები:
** მომხმარებელზე ორიენტულობა;
** კომუნიკაციის კარგი უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ რეზიუმე: vacancy@minimarts.ge
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "მინიმარტსის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო მიზნებისათვის.
|
|
|
|