Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: ჯეო ელექტრონი
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 20 ივლისი
კომპანია "ჯეო ელექტრონი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის პოზიციაზე.

"ჯეო ელექტრონი" სამშენებლო-სამონტაჟო კომპანია, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს მომსახურების სრულ სპექტრს.

სამუშაოს ზოგადი აღწერილობა:

** პოტენციური კლიენტების მოძიება, კომუნიკაციის დამყარება, მათი მოთხოვნების დამუშავება და შეთავაზების გაკეთება;
** გამოცხადებული ტენდერების მოძიება, სატენდერო დოკუმენტაციის შევსება და შესყიდვის პროცედურაში მონაწილეობის მიღება;
** პოტენციურ და არსებულ კლიენტთა ბაზის სისტემატური განახლება;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა ხელმძღვანელობასთან;
** პრეზენტაციების მომზადება კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებზე;
** პერიოდული რეპორტის წარმოება;
** დირექტორის დავალებების და მითითებების შესრულება.

პროფესიული მახასიათებლები:

** კორპორაციულ გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა (სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად);
** საოფისე პროგრამების კარგი ცოდნა (PowerPoint, Excel, Word).

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** პრაქტიკული და თეორიული განათლების მიღების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა.

ანაზღაურება: შეთანხმების მიხედვით (სასურველი ანაზღაურება მიუთითეთ წერილში)
სამუშაო გრაფიკი: დისტანციური - 5 დღიანი სამუშაო კვირა.

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@geoelectron.ge

განაცხადების მიღების საბოლო ვადა არის 2024 წლის 20 ივლისი.

პარალელურ რეჟიმში, განიხილება შემოსული რეზიუმეები.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე