Робота для біженців з України
დამხმარე ბუღალტერი - ჭიათურა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამხმარე ბუღალტერი
მომწოდებელი: ზუკა
გამოქვეყნდა: 22 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
სამშენებლო მასალების მწარმოებელი, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანია "ნოვას" პარტნიორი შპს "ზუკა" აცხადებს ვაკანსიას დამხმარე ბუღალტრის პოზიციაზე ქ. ჭიათურაში.

კომპანია დასაქმების თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს ყველა თანამშრომელს და დასაქმების კანდიდატს რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, ასაკის, მოქალაქეობის, წარმოშობის, დაბადების ადგილის, საცხოვრებელი ადგილის, ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობის, რელიგიის ან რწმენის, ეროვნული, ეთნიკური ან სოციალური კუთვნილების, პროფესიის, ოჯახური მდგომარეობის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, შეზღუდული შესაძლებლობის, სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და გამოხატვის, პოლიტიკური ან სხვა შეხედულების ან სხვა ნიშნის მიუხედავად. პოლიტიკა ძალაშია დასაქმების ყველა პირობის შემთხვევაში, მათ შორის: დაქირავების, დაწინაურების, ხელშეკრულების გაფორმების, კომპენსაციის, პროფესიული განვითარების და ა. შ.

ძირითადი მოვალეობები:

** სავაჭრო ობიექტებსა და საამქროებში ნედლეულის და მასალების შეძენისა და პროდუქციის წარმოების საკითხებზე საჭირო დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი;
** გაყიდვების პირველადი დოკუმენტაციის წარმოების კონტროლი (ელ-სასაქონლო ზედნადები, ელ-დღგ-ს ანგარიშ-ფაქტურა, ინვოისი - გამოწერა / კორექტირება/გაუქმება)
** სამეურნეო მოვლენების კანონიერების კონტროლი და სათანადო დოკუმენტების დროულად და სწორად გაფორმება;
** შემოსავლების სამსახურისთვის ყოველთვიური ანგარიშების წარსადგენად საჭირო ინფორმაციის დამუშავება;
** ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვა;
** საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოს გადაუდებელი სამუშაოების შესრულება, რომლის დროულმა შეუსრულებლობამ შეიძლება მატერიალური ზიანი მიაყენოს კომპანიას;
** მუშაობის პროცესში ხარვეზების გამოვლენა და ხელმძღვანელისთვის ინფორმაციის მიწოდება;
** ხელმძღვანელის მითითებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ფინანსების მიმართულებით;
** აუცილებელია საოფისე პროგრამების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** თავაზიანი;
** პასუხისმგებლობიანი;
** დისციპლინირებული;
** მოწესრიგებული;
** ენერგიული;
** შრომისმოყვარე;
** პუნქტუალური.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 21 ივლისი.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე მისამართზე novapartner@nova.ge და პოზიციის დასახელებაში მიუთითეთ - "დამხმარე ბუღალტერი ჭიათურა".

დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოცემულ მოთხოვნებს.

პირის მიერ რეზიუმეს, ე.წ. CV-ის გამოგზავნა, რომელიც "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს გულისხმობს, კომპანიის უფლებამოსილი პირ (ებ)ისთვის, რეზიუმეში მოცემული პერსონალური ინფორმაციის წვდომაზე დასტურს, ამ ინფორმაციის მიღების, დამუშავებისა და გარკვეული პერიოდით შენახვის მიზნით, მიუხედავად იმისა, მხარეთა შორის შემდგომში წარმოიშობა თუ არა შრომითი ურთიერთობა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე