Робота для біженців з України
საერთაშორისო აკრედიტაციის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო აკრედიტაციის მენეჯერი
მომწოდებელი: გერმანული ჰოსპიტალი
გამოქვეყნდა: 21 ივნისი / ბოლო ვადა: 21 ივლისი
სს "გერმანული ჰოსპიტალი" აცხადებს ვაკანსიას საერთაშორისო აკრედიტაციის მენეჯერის პოზიციაზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტების დანერგვა
** აქტიური კომუნიკაცია კლინიკის თითოეული განყოფილების ხელმძღვანელთან
** საერთაშორისო აკრედიტაციისათვის საჭირო დოკუმენტების მომზადება და მისი შემდგომი შესრულების კონტროლი
** შიდა აუდიტისათვის შესაბამისი დოკუმენტების მომზადება და შესრულების კონტროლი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი;
** ინგლისური ენა (მინ. B2 დონე);
** საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office, Google platforms, ZOOM).

უნარები:

** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარები (როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
** დელეგირებისა და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** შემჭიდროებულ ვადებში და კომპლექსურ გარემოში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები: სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი რეზიუმე ქართულ ან ინგლისურ ენაზე ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@hgh.ge
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე