დასახელება:
მოლარე-ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
|
გამოქვეყნდა: 21 ივნისი
/ ბოლო ვადა: 21 ივლისი
|
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.
კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ლოკაცია: ქ. ქობულეთი;
სამუშაო გამოცდილება: სასურველია გაყიდვების სფეროში მინ. 3 თვე;
ფოტოსურათი: აუცილებელია;
ანაზღაურება: ფიქსირებული - 900 ლარი;
სამუშაო გრაფიკი: ცვლებში, თვეში 15 სამუშაო დღე;
ფუნქცია-მოვალეობები:
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი; პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა, არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას;
** 10 %-იან ფასდაკლებას ჩვენს უგემრიელეს ხორცპროდუქტზე;
** კომპანია გთავაზობთ სასიამოვნო სამუშაო გარემოს.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე vacancy@vake.ge და სათაურის ველში - "subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "მოლარე - ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.
ასევე შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: 591 704 380; 555 283 183.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|