Робота для біженців з України
კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კატეგორიის მენეჯერის ასისტენტი
მომწოდებელი: გეფა
გამოქვეყნდა: 18 ივნისი / ბოლო ვადა: 05 ივლისი
"გეფა" - ყველაზე მსხვილი ფარმაცევტული კომპანია საცალო, საბითუმო და პირველადი ჯანდაცვის მიმართულებით საქართველოში.

კომპანია ბაზარზე ოპერირებს ორი სააფთიაქო ქსელით: ფარმადეპო და ჯპს. ფარმაცევტული სფეროს გარდა "გეფა" მუდმივად ცდილობს მსოფლიოში ცნობილი ბრენდები გააცნოს მომხმარებელს, ასევე კომპანია ექსკლუზიურად წარმოადგენს ბრიტანული ნატურალური კოსმეტიკის და თავის მოვლის საშუალებების ბრენდს - The Body Shop, ცნობილ ფრანგულ ოპტიკურ ბრენდს - Allain Afflelou, ჩვილთა და ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელ ამერიკულ ბრენდს Carter`s და ქალის თეთრეულის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს Triumph-ს.

კომპანია "გეფა" ეძებს გუნდის ახალ წევრს პარაფარმაციის კატეგორიების მართვის განყოფილებაში კატეგორიის მენეჯერის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
ადგილმდებარეობა: აკაკი ბელიაშვილის #142

მოვალეობები:

** არსებული კატეგორიის (კოსმეტიკის) ბაზრისა და ასორტიმენტის შესწავლა;
** ასორტიმენტში ტექნიკური სამუშაოების შესრულება (ახალი დასახელების შექმნა, პროგრამაში პროდუქტთან დაკავშირებით ცვლილებების განხორციელება)
** ფასების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;
** კატეგორიის მენეჯერის დაგეგმილი აქტივობა/ცვლილებების პროგრამულად ასახვა;
** დეპარტამენტის საქმიანობისთვის აუცილებელი რეპორტების წარმოება.

ამ პოზიციაზე დაგჭირდება:

** უმაღლესი განათლება ეკონომიკის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** MS Excel ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ანალიზის უნარი;
** ინგლისური ენის ცოდნა;

ჩვენ გთავაზობთ:

** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად, მუდმივად განვითარდე და შექმნა სასურველი კარიერა გეფას მასშტაბით
დაინტერესებული პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: job@gepha.com საგნის ველში ("subject") მიუთითეთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

ვაკანსიის ბოლო ვადაა: 5 ივლისი

პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სს "გეფა"-ს მიერ (ს/ნ 201991229) (უფლებამოსილი თანამშრომლების მეშვეობით), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

თქვენს მიერ, ჩვენთვის, CV-ის სახით, მოწოდებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება:

** კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან;
** დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით.
** თქვენი პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 5 წლის ვადით. თქვენ უფლებამოსილი ხართ მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მოაწოდეთ სს "გეფა"-ს და მოითხოვოთ აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: HR.info@gepha.com.

სს "გეფა" აღიარებს, რომ სხვადასხვა განათლებისა და გამოცდილების მქონე ადამიანებს შეუძლიათ სამუშაო ადგილი გაამდიდრონ მნიშვნელოვანი ღირებულებით. კომპანია მაქსიმალურად უზრუნველყოფს რომ არ მოხდეს პირდაპირი თუ არაპირდაპირი დისკრიმინაცია ნებისმიერი საფუძვლით, მათ შორის, როგორიცაა: კანის ფერი; ენა; ეთნიკური და სოციალური კუთვნილება; რასა; ეროვნება; წარმოშობა; ქონებრივი ან წოდებრივი მდგომარეობა; შრომითი ხელშეკრულების სტატუსი; საცხოვრებელი ადგილი; ასაკი; სქესი; სექსუალური ორიენტაცია; შეზღუდული შესაძლებლობა; ჯანმრთელობის მდგომარეობა; რელიგია; საზოგადოებრივი, პოლიტიკური ან სხვა გაერთიანებებისადმი, მათ შორის, პროფესიული კავშირისადმი კუთვნილება; ოჯახური მდგომარეობა; პოლიტიკური ან სხვა შეხედულებები; ან სხვა ნიშანი, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს დასაქმებასა და პროფესიულ საქმიანობაში თანაბარი შესაძლებლობის ან მოპყრობის უარყოფას ან ხელყოფას.

სს "გეფა" დაიცავს თქვენი მონაცემების კონფიდენციალურობას ინფორმაციისა და ინფორმაციული სისტემების წვდომის, ერთიანობის და ავთენტიფიკაციის უზრუნველყოფით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე