დასახელება:
პრობლემური აქტივების კოორდინატორი
|
მომწოდებელი:
ფინჰაბ ჯორჯია
|
გამოქვეყნდა: 18 ივნისი
/ ბოლო ვადა: 17 ივლისი
|
შპს "ფინჰაბ ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პრობლემური აქტივების კოორდინატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: შეთანხმებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია საკრედიტო ექსპერტად, პრობლემური სესხების ექსპერტად ან შესაბამის დარგში მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.
ძირითადი მოვალეობები:
** ვადაგადაცილებული სესხების პორტფელის დამუშავება;
** დებიტორებთან (მსესხებლებთან) ურთიერთობა/კომუნიკაცია, მათთვის მორიგების პირობების და სასურველი გადახდის გრაფიკის შეთავაზება;
** მსესხებლებთან (დებიტორებთან) ვალდებულების რესტრუქტურიზაციის შეთანხმება და გადახდების კონტროლი;
** ხელმძღვანელობისთვის ყოველდღიური ანგარიშის (რეპორტების) წარდგენა.
საჭირო უნარები:
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კონფლიქტის მართვის უნარი;
** მსესხებლებთან ეფექტური მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** გამართული და დახვეწილი მეტყველების უნარი;
** დამარწმუნებელი კომუნიკაცია;
** სამუშაო დროის ოპტიმალურად გამოყენების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@finhub.ge არაუგვიანეს 2024 წლის 17 ივლისამდე.
|
|
|
|