Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 14 ივნისი / ბოლო ვადა: 14 ივლისი
კომპანია აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო დრო: 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 3500 ლარი (ნეტი)
ბონუსი: კვარტალში ერთხელ

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სამედიცინო მიმართულებით;
** აუცილებელია სამედიცინო წარმომადგენლების ჯგუფის უფროსის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა B2 დონეზე;
** მართვის მოწმობა B/B1 კატეგორია;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS Word; Excel;) სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:

** სტრატეგიული დაგეგმვა, სტრუქტურირებული და სისტემური მიდგომები სამუშაო პროცესის მიმართ;
** კომპანიაში დანერგილ პროგრამაში ადმინისტრირება და სამედიცინო წარმომადგენლების მუშაობის მონიტორინგი;
** * სამედიცინო დაწესებულების სიის მიხედვით სამუშაო ციკლის შედგენა, ვიზიტების დაგეგმვა;
** სამედიცინო წარმომადგენლების ვიზიტების დაგეგმვის და განხორციელების მონიტორინგი,
ინდივიდუალური და ორმაგი, ჯვარედინი ვიზიტები ექიმებთან, კლინიკებში;
** პარტნიორებთან მოლაპარაკებების წარმართვა;
** პრეზენტაციის მომზადება, ორგანიზება, ჩატარება;
** სამედიცინო წარმომადგენლების განვითარებაზე ზრუნვა და მათთვის ტრენინგის ჩატარება;
** სავიზიტო აქტივობის ხარისხის უწყვეტი ზრდის უზრუნველყოფა;
** ბაზრის მარკეტინგული კვლევებისა და პოსტმარკეტინგული კვლევებში მონაწილეობა;
** გუნდისთვის გაყიდვების ყოველკვირეული, ყოველთვიური, წლიური ანალიზი, რეპორტი და კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ყოველდღიური ანალიზი და რეპორტინგი;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების მუშაობის ხარისხის მონიტორინგი;
** არსებული პრობლემების სწორი ანალიზი;
** ხელმძღვანელის წინაშე პერიოდული რეპორტინგი განხორციელებულ სამუშაოებზე, გამოწვევებსა და ხელისშემშლელ ფაქტორებზე;
** კომპანიის ხელმძღვანელობისა თუ უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა მოვალეობების შესრულება.

დამატებითი უნარ-ჩვევები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ინფორმაციის მიღების, დამუშავების და გადაცემის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** სიახლის მიღების უნარი;
** დაგეგმარების უნარი;
** პრობლემის სწრაფად გადაწყვეტისა და კრიზისული სიტუაციების მართვის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: candidateshr03@gmail.com და გთხოვთ სათაურში აუცილებლად მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე