Робота для біженців з України
სოციალური მედია მენეჯერი - სტაჟიორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სოციალური მედია მენეჯერი - სტაჟიორი
მომწოდებელი: ზუმერი
გამოქვეყნდა: 13 ივნისი / ბოლო ვადა: 13 ივლისი
კომპანია "ზუმერი" მარკეტინგის გუნდში აცხადებს სტაჟირებას სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ ენთუზიაზმით აღსავსე და მარკეტინგზე შეყვარებულ სოციალური მედიის მენეჯერის სტაჟიორს, რათა შეუერთდეს ზუმერის მარკეტინგის გუნდს. ეს არის შესანიშნავი შესაძლებლობა, მათთვის, ვისაც აინტერესებს შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება სოციალური მედიის მარკეტინგსა და მენეჯმენტის სფეროში. მნიშვნელოვანია გაინტერესებდეს მარკეტინგისა და ტექნიკის სფერო და იყო განვითარებაზე ორიენტირებული.

"ზუმერის" ისტორია ერთადერთი ფილიალით 2009 წელს დაიწყო. მაშინ ზუმერს მხოლოდ საბითუმო ვაჭრობის მიმართულება ჰქონდა, დიდი იმედები და უფრო დიადი გეგმები.

დღეს საქართველოს მასშტაბით 18 ფილიალს და ყველაზე მსხვილ B2C პლატფორმას ვაერთიანებთ. ტექნოლოგიური პროგრესის ნათელი მხარეების, ცნობისმოყვარეობის ძალის და სულსწრაფობის გვჯერა.

უკვე 14 წელია ტექნიკას ჩავკირკიტებთ, ახალ გაჯეტებთან ვურთიერთობთ და ტექნოლოგიების ყველაზე აუთვისებელ სივრცეებსაც ვიკვლევთ.

მისია უცვლელია - გვინდა, ადამიანებს სიახლეებთან ფეხის აწყობასა და ტექნიკის მოშინაურებაში დავეხმაროთ.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: https://www.zoommer.ge;

ჩვენ გთავაზობთ:

** ექვს თვიან ანაზღაურებად სტაჟირებას;
** სრულ განაკვეთს, თუმცა სტუდენტებისთვის სწავლის გრაფიკზე ხელშეწყობას;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** სხვადასხვა კორპორატიულ აქტივობებს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სოციალური მედიის სტრატეგიების შემუშავებასა და განხორციელებაში ჩართულობა;
** სოციალურ მედია არხებში კონტენტის შემუშავებასა და დაგეგმვაში ჩართულობა;
** კონტენტის დისტრიბუცია სოციალურ მედია არხებში Facebook, Instagram, Twitter, LinkedIn, TikTok, Web.
** კომენტარებისა და შეტყობინებების მონიტორინგი და მათზე დროული რეაგირება;
** სოციალური მედიის კონტენტ კალენდრის შექმნა;
** სოციალური მედიის ტრენდების, კონკურენტებისა და აუდიტორიის პრეფერენციების კვლევა;
** სოციალური მედიის მეტრიკისა და შეხედულებების ანალიზში ჩართულობა, რათა გამოვლინდეს გაუმჯობესების შესაძლებლობები;
** მარკეტინგის გუნდთან კოლაბორაცია ფიქრის და სოციალური მედია კამპანიების აღსრულების პროცესში;
** სიახლეების სადარაჯოზე ყოფნა სოციალური მედიის უახლესი ტენდენციების, ინსტრუმენტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, მარკეტინგის, ბრენდისა და კომუნიკაციების მიმართულებით
** გატაცებული ციფრული და სოციალური მედიის სფეროთი
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის კარგი უნარი
** სოციალური მედია პლატფორმების ბაზისური ცოდნა
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა კანდიდატებმა აუცილებლად გამოაგზავნეთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@zoommer.ge. გთხოვთ, გამოგზავნისას მიუთითოთ მიმდინარე ვაკანსიის დასახელება - "სტაჟირება სოციალური მედია მენეჯერის პოზიციაზე".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს[CV] გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ შპს "ზუმერი ჯორჯია" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "ზუმერი ჯორჯია"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე