Робота для біженців з України
პოს - დეპარტამენტის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პოს - დეპარტამენტის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: ბს/2 ჯორჯია
გამოქვეყნდა: 10 ივნისი / ბოლო ვადა: 10 ივლისი
"ბს/2 ჯორჯია"-ს გუნდში ვეძებთ პოს - დეპარტამენტის ხელმძღვანელს.

"ბს/2 ჯორჯია" წარმოადგენს ლიტვური ჰოლდინგის "Penki kontinentai"-ის (BS/2) შვილობილ კომპანიას (http://www.bs2.ge). ჯგუფის შვილობილი კომპანიები და მათი პარტნიორები მუშაობენ 12 ქვეყანაში. ჩვენ ვქმნით ინოვაციურ პროგრამულ უზრუნველყოფას და ტექნოლოგიურ გადაწყვეტილებებს ბანკებისთვის, საფინანსო და სავაჭრო დაწესებულებებისთვის.

სამუშაო ადგილი: დიღომი 7, პ. ყურაშვილის 6
სამუშაო დრო: ორშაბათი - პარასკევი (09:00 - 18:00 1 სთ. შესვენება)

ამ პოზიციის ძირითადი ფუნქცია - მოვალეობებია:

** კომპანიის საოპერაციო და სტრატეგიული გეგმების შემუშავება და მათი სისრულეში მოყვანის უზრუნველყოფა;
** დაქვემდებარებული სტრუქტურული ერთეულების მიერ შესრულებული სამუშაოს კონტროლი;
** რეპორტების მომზადება/გენერაცია და უშაულო ხელმძღვანელისთვის წარდგენა;
** დაქვემდებარებული დეპარტამენტების მიერ სამუშაოს კოორდინირებულად შესრულების უზრუნველყოფა;
** კლიენტებთან კომუნიკაცია;
** სხვადასხვა მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებული სამუშაოების შესრულება, რომელიც კავშირშია მის კომპეტენციასთან;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების დავალებების გადანაწილება და შესრულებული დავალებების კონტროლი;
** საოპერაციო პროცესებთან დაკავშირებული პროგნოზების შემუშავება, რისკების შეფასება.
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (ბიზნეს ადმინისტრირების, ან მენეჯმენტის მიმართულებით);
** გარკვეული ცოდნა IT სფეროში;
** სულ მცირე 3 წლიანი გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა B2.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საკომუნიკაციო და სატრასპორტო ხარჯებს, საჭიროების შემთხვევაში;
** Fit pass ბარათს;
** სასიამოვნო და მეგობრულ გარემოს.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: hr@bs2.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ - პოს - დეპარტამენტის ხელმძღვანელი

გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "ბს/2 ჯორჯია"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე