Робота для біженців з України
პოდოლოგი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პოდოლოგი
მომწოდებელი: კლინიკა კანი
გამოქვეყნდა: 06 ივნისი / ბოლო ვადა: 06 ივლისი
მულტიპროფილური კლინიკა "კანი" აცხადებს შერჩევას პოდოლოგის პოზიციაზე ქალაქ ბათუმში.

გრაფიკი: სრული
მდებარეობა: ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. N94

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სავალდებულოა სამედიცინო განათლება;
** სავალდებულოა ინგლისური ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** სასურველია აღნიშნული მიმართულებით სამუშაო გამოცდილება;

ძირითადი მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, დიაგნოსტირება და პოდოლოგიური მკურნალობა;
** კლინიკაში არსებული გაიდლაინების გათვალისწინებით, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გაწევა;
** მკურნალობის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტაციების წარმოება და გაცემა;
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** პრეზენტაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა საქმისადმი;
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა;

თუ თვლით, რომ თქვენი მონაცემები აკმაყოფილებს ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@kani.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "პოდოლოგი (ქ.ბათუმი)", წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ იქნება განხილული.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე