Робота для біженців з України
ანაზღაურებადი სტაჟირება ტრენინგების სამსახურში
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ანაზღაურებადი სტაჟირება ტრენინგების სამსახურში
მომწოდებელი: ციტადელი
გამოქვეყნდა: 29 მაისი / ბოლო ვადა: 29 ივნისი
კომპანია "ციტადელი" აცხადებს ანაზღაურებად სტაჟირებას ტრენინგების სამსახურში.

კომპანია "ციტადელი" 2011 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო მასალების ბაზარზე. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფუნდამენტური მშენებლობისთვის საჭირო მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: საყალიბე, ჰიდროსაიზოლაციო, თერმო და ხმის საიზოლაციო სისტემებს, სამშენებლო ტექნიკას და სხვა.

კომპანია თანამშრომლობს ისეთ წამყვან საერთაშორისო ბრენდებთან, როგორებიცაა: დანიური კომპანიები" "Rockwool" და "Paroc", გერმანული კომპანიები: "Peri", Liebherr" და " Kreisel", ფრანგული კომპანია "Icopal", რუსული კომპანია "Sveza" და სხვა.
კომპანია "ციტადელი" აერთიანებს სავაჭრო სივრცეებსა და საბითუმო ბაზებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში.

კომპანია "ციტადელი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http//www.citadeli.com

"ციტადელი" აქტიური დამსაქმებელია საქართველოს შრომით ბაზარზე და აქტიურად ზრუნავს თანამშრომელთა განვითარებაზე.

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** განსხვავებულ და კონკურენტულ სახელფასო დანამატებს;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდს.

ძირითადი მოვალეობები:

** ტრენინგების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესების შესწავლა;
** კომპანიაში არსებული პროდუქციის შესახებ სატრენინგო მასალების მომზადების პროცესში ჩართულობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** მეოთხე კურსის სტუდენტი ან ბაკალავრის ხარისხის მქონე;
** სასურველია ტექნიკური მიმართულებით განათლება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა, განსაკუთრებით PowerPoint-ს
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სატრენინგო მასალების დასამუშავებლად.

პიროვნული მახასიათებლები და უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული;
** ოპერატიული;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** მიზანდასახული და შედეგზე ორიენტირებული;

სამუშაო გრაფიკი: სრული.
ვაკანსიის ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 2024 წლის 29 ივნისის ჩათვლით გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: vacancy@citadeli.com და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

გასაუბრება ჩატარდება შერჩეულ კანდიდატებთან.

შენიშვნა: პირის მიერ ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. ავტობიოგრაფიაში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისთვის კანდიდატის შერჩევის, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის და შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 6 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე