Робота для біженців з України
დისპეტჩერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დისპეტჩერი
მომწოდებელი: GIANTI Logistics
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
შპს "გიანთი ლოჯისტიკსი" წარმოადგენს სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანიას, რომელიც დაარსდა 2005 წელს. მაღალკვალიფიციური და მოტივირებული კადრებით დაკომპლექტებული პერსონალი, მნიშვნელოვანი გამოცდილებით გადაზიდვის სფეროში, ასევე მზარდი ინვესტიციები სპეციალურ სატრანსპორტო აღჭურვილობებში, საშუალებას გვაძლევს შემოგთავაზოთ სატრანსპორტო, საექსპედიტორო და ლოჯისტიკური მომსახურების სრული სპექტრი, როგორც საქართველოს, ევროპის, კავკასიის, ასევე შუა აზიისა და მთელი მსოფლიოს მასშტაბით. www.giantilogistics.ge

კომპანია "გიანთი ლოჯისტიკსი" აცხადებს ვაკანსიას დისპეტჩერის პოზიციაზე.

აუცილებელი მოთხოვნები:

** იდენტურ, ან მსგავს სფეროში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება სასურველია;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

თანამდებობრივი ვალდებულებები:

** სატრანსპორტო საშუალებების ეფექტურად დაგეგმვა და შემდგომი მონიტორინგი;
** მძღოლის ინფორმირება ფაილზე დაგეგმილი ნებისმიერი ღონისძიების შესახებ;
** ფაილზე მივლენილი მძღოლის მუდმივი კონტროლი/ადგილმდებარეობის ზუსტი ინფორმაციის ფლობა და შესაბამისი განახლებული სტატუსის მიწოდება ელ. ფოსტით;
** ოპერატორების მითითებების თანახმად მძღოლის მარშრუტის ზუსტი გაკონტროლება;
** ჯიპიეს სისტემის მონიტორინგი, სიჩქარის გადაჭარბების ან სვლა-გეზის ცვლილების შემთხვევაში მყისიერი რეაგირება;
** მექანიკოსისგან ინფორმაციის მუდმივად მიღება კომპანიის სატრანსპორტო საშუალებების გამართულობის თაობაზე, დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების შესახებ და აღნიშნულის გათვალისწინება მომავალ საქმიანობაში;
** მძღოლების მივლინების ხარჯების ჩარიცხვის მოთხოვნა ფინანსური განყოფილებიდან;
** ჯიპიეს სისტემის მონიტორინგი, სიჩქარის გადაჭარბების ან სვლა-გეზის ცვლილების შემთხვევაში რეაგირება;

სამუშაო ადგილი:ლილოს მიმდებარე ტერიტორია
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი 09:00-დან 18:00 სთ-მდე; შაბათი: 09:00-14:00
ხელფასი:აღნიშნულ პოზიციაზე სახელფასო განაკვეთი დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ ელ-მისამართზე: hr@giantilogistics.ge

გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე