Робота для біженців з України
HVAC დიზაინის ინჟინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HVAC დიზაინის ინჟინერი
მომწოდებელი: მეპ თრეიდი
გამოქვეყნდა: 23 მაისი / ბოლო ვადა: 23 ივნისი
კომპანია "მეპ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას HVAC დიზაინის ინჟინრის პოზიციაზე.

კომპანიის მთავარი საქმიანობაა ვენტილაცია, კონდიცირება და გათბობის სისტემების პროექტირება, მიწოდება, მონტაჟი და შემდგომი მომსახურება.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიაში მიმდინარე საპროექტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** HVAC დიზაინის მომზადების შესაძლებლობა მოქმედი ASHRAE/SNIP სტანდარტების მიხედვით
** გრაფიკების და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება;
** საპროექტო დოკუმენტაციის კოორდინაცია სხვა დისციპლინებთან;

აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება სამშენებლო HVAC და WS&D სპეციალობით
** ბაკალავრი ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი საინჟინრო მიმართულებით
** Autocad და Autocad MEP-ში (სასურველია Revit-ში) მუშაობის ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა.

სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები
** შრომისმოყვარე, ენერგიული და დისციპლინირებული
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: t.meladze@mepsolutions.ge და "subject"-ის ველში მიუთითეთ პოზიციის ზუსტი დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე