Робота для біженців з України
საწყობის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის სპეციალისტი
მომწოდებელი: სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი
გამოქვეყნდა: 22 მაისი / ბოლო ვადა: 22 ივნისი
შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" წარმოადგენს "KTW ჯგუფი"-ს წევრ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ალკოჰოლური და საკონსერვო პროდუქციის დისტრიბუციას საქართველოში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველი კახეთი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის სპეციალისტის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ. თბილისი, ორხევი
სამუშაო გრაფიკი: სრული

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარებისა და წინსვლის შესაძლებლობას;
** კვირაში 5 სამუშაო დღე, (9:30 - 17:30, 1 საათი შესვენება);
** საბონუსე სისტემა;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** კომპანიის პროდუქციაზე ფასდაკლებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით.

მოვალეობები:

** პროდუქციის შესახებ ინფორმაციის შესწავლა;
** პროდუქციის გაცემა/მიღებასთან დაკავშირებული პროცედურების შესრულება;
** საწყობის დალაგება: გაასწოროს პალეტებზე პროდუქცია, გაწმინდოს მტვრიანი პროდუქცია (არსებობის შემთხვევაში), დაცლილი პალეტების ნაცვლად დააყენოს სავსე პალეტი სასტარტო პოზიციაზე. გაიტანოს ზედმეტი ცარიელი პალეტები და ნარჩენები საწყობის ტერიტორიიდან;
** საჭიროებისამებრ პროდუქციაზე სტიკერების დაკრობა, ყუთში ჩალაგება/ამოლაგება და ა.შ.
** საწყობის ინვენტარიზაციაში მონაწილეობის მიღება;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალური;
** ენერგიული;
** მოწესრიგებული

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ნომერზე 511451521 ან გამოგვიგზავნოთ CV, ელ-მისამართზე: hr@oldkakheti.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საწყობის სპეციალისტი" რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი სახელითა და გვარით.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი ერთი წლის განმავლობაში.

შპს "სადისტრიბუციო კომპანია ძველ კახეთი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე