Робота для біженців з України
მერჩენ-პრისელერი - კახეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მერჩენ-პრისელერი
მომწოდებელი: შარმ ტრეიდინგი
გამოქვეყნდა: 03 თებერვალი / ბოლო ვადა: 03 მარტი
"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Colgate, Selpak, Algida და სხვა."

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" აცხადებს ვაკანსიას ქოლგეით-პალმოლივის ბრენდის მერჩენ-პრისეილერის პოზიციაზე კახეთში.

ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00 სთ
ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი (ჯამში 1500 ლარი) + კვარტალური ბონუსი 450 ლარი + საწვავის ხარჯის ანაზღაურება

ფუნქცია-მოვალეობები:

** შესაბამის სავაჭრო ქსელში პროდუქციის გაყიდვა;
** სავაჭრო ქსელის გაფართოებაზე ზრუნვა;
** შეკვეთების მიღება და გაფორმება;
** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა/ცოდნა;
** მერჩენდაიზინგის უზრუნველყოფა;
** მარკეტინგული აქტივობების შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** აუცილებელია პირადი ავტომობილი და მართვის მოწმობის B კატეგორია;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ:

** გადაადგილების ხარჯების ანაზღაურება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
** კომპეტენტური ანაზღაურება, ეტაპობრივი წინსვლა და ბენეფიტები.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული;
** ენერგიული;
** კომუნიკაბელური;
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ CV ელფოსტაზე Vanogieba7@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება "მერჩენ-პრისეილერი - კახეთში" ან დაგვიკავშირდით 571-488-588

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე