|
დასახელება:
მოლარე-ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
ოიში სუში
|
|
გამოქვეყნდა: 10 დეკემბერი
/ ბოლო ვადა: 10 იანვარი
|
"ოიში სუში" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე!
ჩვენ ვართ სწრაფად მზარდი იაპონური რესტორნების ქსელი, რომლის მთავარი მიზანია ქართულ ბაზარზე ჯანსაღი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი იაპონური კერძების დამკვიდრება.
თუ გსურს გახდე გუნდის წევრი, რომელიც ქმნის ნამდვილი გემოს და მაღალი სტანდარტის მომსახურების კულტურას — სწორედ შენ გეძებთ!
ადგილმდებარეობა: თბილისი
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი / ცვლებში მუშაობა
სამუშაო გრაფიკი: 9 საათიანი ცვლა (8 საათი სამუშაო, 1 საათი შესვენება)
ანაზღაურება: 1300-1400 Gel
ძირითადი მოვალეობები:
** შეკვეთების მიღება დელივერი პლატფორმების (Wolt, Glovo და სხვ.) პლანშეტებიდან;
** შეკვეთების მიღება შიდა საიტიდან და ადგილზე მოსული მომხმარებლებისგან;
** მიღებული შეკვეთების შეფუთვა და კურიერებისთვის გადაცემა;
** დარბაზში შეკვეთების გაცემა მიმტანისთვის;
** შიდა პროგრამაში ყველა არხიდან შემოსული შეკვეთების სწორად შეყვანა;
** ფილიალის შიდა პროცესებში ჩართულობა და გუნდთან კოორდინაცია.
ვის ვეძებთ:
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლობის მქონე კანდიდატს, რომელიც:
** არის პუნქტუალური და ორგანიზებული;
** შეუძლია დეტალებზე კონცენტრირება და ზუსტი მონაცემების შეყვანა;
** მუშაობს ენერგიულად და ეფექტურად დატვირთულ გარემოშიც;
** გამოირჩევა კომუნიკაბელურობით და გუნდურობით;
** ადვილად ერგება ცვლებსა და ცვლილებებს.
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე და Microsoft Excel-ის საბაზისო ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ღამის ცვლის შემდეგ უზრუნველყოფილია ტაქსით ტრანსპორტირება;
** სამუშაო გრაფიკი ცვლებში (დილის, შუა, საღამოს), განრიგი დება 1 კვირით ადრე;
** მეგობრული და გუნდური სამუშაო გარემო;
** სუშის მიმართულებით ტრენინგი და შესწავლის შესაძლებლობა;
** კარიერული ზრდის პერსპექტივა
** შესაძლებლობა იმუშაო მოქნილ ცვლებში და სასურველ გრაფიკზე შეთანხმებით.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: oishiops@gmail.com.
სათაურის ველში მიუთითეთ "მოლარე-ოპერატორი"
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|