Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: Eco Wood
გამოქვეყნდა: 08 აგვისტო / ბოლო ვადა: 08 სექტემბერი
კომპანია "ეკო ვუდი" 2015 წლიდან, 10 წლიანი გამოცდილებით, წარმოადგენს ნატურალური ხის სარემონტო მასალებისა და ხის დასამუშავებელი ლაქ-საღებავების უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში.

კომპანიის 10 წლიანი წარმატება დაფუძნებულია, გუნდის რომლის, თითოეული წევრს გააჩნია საქმის მიმართ სიყვარული ერთგულება და პროფესიონალიზმი. გუნდმა რომელმაც გადალახა ყველა გამოწვევა და აქტიურად აგრძელებს განვითარებას.

კომპანია განვითარების და სერვისის გაუმჯობესების მიზნით მზად არის მიიღოს კვალიფიციური შრომის მოყვარე თანამშრომელი, რომელიც თავის წვლილს შეიტანს კომპანიის განვითარებაში.

კომპანია "ეკო ვუდი" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის პოზიციაზე ქ.თბილისში, წყალსადენის #21.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში მომუშავე ადამიანური რესურსის მართვა. დაქვემდებარებაში მყოფ თანამშრომლებს შორის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლების საქმიანობის ხარისხის შეფასება, მიმდინარე დავალებების შესრულების მუდმივი მონიტორინგი;
** საწყობში არსებული პროდუქციის ნაშთების, ვიზუალური მხარისა და წესრიგის უზრუნველყოფა;
** საწყობში პროდუქციის განსაზღვრული წესის დაცვით მიღება, კლასიფიკაცია და დასაწყობება.
** პროდუქციის შესაბამისი წესით განლაგების უზრუნველყოფა, დასორტირება/დასტიკერება, პროგრამულად მიღება და ასახვა;
** უკან დაბრუნებული პროდუქციის მიღება, პროგრამულად ასახვა და სწორი სორტირება;
** შეკვეთების სწრაფად და ხარისხიანად დამუშავება. საწყობიდან პროდუქციის დროულად და წესის შესაბამისად გაცემა - დატვირთვისა და გაშვების უზრუნველყოფა;
** კომპანიის კურიერების დაცლა/დატვირთვის კონტროლი;
** თვითგატანა - სტატუსის მქონე შეკვეთების ასაღებად საწყობის ტერიტორიაზე მოსულ მომხმარებლებთან კომუნიკაცია და პროდუქციის დროული მომზადება გასაცემად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის, მინიმუმ, 3 წლიანი გამოცდილება;
** ეფექტური წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** MS Office პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა;
** საქმის ვადებში შესრულების უნარი;

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და დროის მენეჯმენტის უნარი;
** ეფექტური საკომუნიკაციო უნარები.

სოციალური პაკეტი:

** კორპორატიული ნომერი
** ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო გრაფიკი: 10:00სთ-18:00სთ, დასვენება კვირაში ერთი დღე.
ანაზღაურება: ფიქსირებული, 2300 ლარი (გადასახადების გარეშე) დამატებით გარკვეული პერიოდის შემდეგ საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: nutsa-eristavi@ecowood.ge

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზემოთ აღნიშნულ ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ვაკანსიაში მითითებულ ან სხვა პოზიციაზე.

ეწვიეთ ჩვენს Facebook გვერდს: https://www.facebook.com/ecowood.ge

ვებგვერდს: http://www.ecowood.ge/

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე