Робота для біженців з України
ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტერი
მომწოდებელი: ბელ მეზონი
გამოქვეყნდა: 20 მაისი / ბოლო ვადა: 20 ივნისი
მულტი-ბრენდული შოურუმი "ბელ მეზონ"-ი (http://bellemaison.ge/) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის პოზიციაზე.

უფლება მოვალეობები:

** ყოველდღიური ბუღალტრული დოკუმენტაციის და ოპერაციების წარმოება;
** პირველადი საბუღალტრო დოკუმენტაციის შემოწმება, დამუშავება, ასახვა საბუღალტრო პროგრამაში და დაარქივება. (შესყიდვები, რეალიზაციები, ხელფასები, მივლინებები და სხვა)
** სალაროს და საბანკო ოპერაციების წარმოება;
** სასაქონლო-მატერიალური მარაგებისა და ძირითადი საშუალებების აღრიცხვა;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა;
** დებიტორ/კრედიტორების დავალიანებების კონტროლის პროცესში ჩართულობა;
** თვის დახურვის პროცესში მონაწილეობა;
** მთავარი ბუღალტრის მიერ სხვა დავალებული ოპერაციების შესრულება;
** rs.ge პორტალზე მუშაობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური ან ეკონომიკური მიმართულებით;
** საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა: (Excel-ის ცოდნა სავალდებულოა);
** საბუღალტრო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება. (ORIS; FINA)

პიროვნული მახასიათებლები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა და კომუნიკაბელურობა;

პირობები:

ანაზღაურება: 2800 ლარი (ხელზე)
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00, 1 საათი შესვენება
გამოსაცდელი პერიოდი ანაზღაურებადი

დამატებითი ინფორმაცია:

მისამართი: თბილისი, აკაკი ბელიაშვილის ქ. 86
ვებ-გვერდი: http://www.bellemaison.ge/
დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@bellemaison.ge სავალდებულოა: რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად; "subject"-ში მიუთითეთ "ბუღალტრის" პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე