დასახელება:
ადმინისტრატორი
|
მომწოდებელი:
Green Palace Kutaisi
|
გამოქვეყნდა: 22 აპრილი
/ ბოლო ვადა: 22 მაისი
|
სასტუმრო "Green Palace Kutaisi" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე!
სასტუმრო "Green Palace Kutaisi" მდებარეობს ძველი ქუთაისის შუაგულში, რომელიც წარმოდგენილია 23 სტანდარტული და 3 პრემიუმ კლასის ნომრით, საკონფერენციო, ბარ-რესტორანითა და ღია ტერასით.
მისამართი: ქალაქი ქუთაისი, ქუჩა ვაჟა-ფშაველა, N5.
სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი, სასტუმრო "გრინ პალას ქუთაისი".
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სასტუმროს სისტემაში მუშაობა, სტუმრების მიღება, სარეგისტრაციო პროცედურების მომზადება;
** სასტუმროს პროცედურების მიხედვით შესაბამისი დოკუმენტაციის ადმინისტრირება;
** ჯავშნის მოთხოვნის მონიტორინგი, სისტემაში ინფორმაციის სრულად განთავსება, საოპერაციო სისტემების გამოყენება: Booking.com;
** ელექტრონული ფოსტის შემოწმება, ნებისმიერი საჭიროების შემთხვევაში რეაგირება, ინდივიდუალური და ჯგუფური ჯავშნების განხორციელება;
** ფულადი სახსრების ბრუნვის მონიტორინგი როგორც ნაღდი, ისე უნაღდო ანგარიშსწორების;
** სასტუმროს საოპერაციო საკითხების შესრულება;
** სტუმრებთან სოციალურ ქსელში კომუნიკაცია: Instagram, Facebook;
** სხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულება საჭიროებისამებრ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ან სტუდენტი, რომელიც შეძლებს სწავლის პარალელურად შეთავსებას;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენისა ან/და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა; (Microsoft Office);
** სასურველია სასტუმროს რომელიმე ოპერაციულ პროგრამაში მუშაობის გამოცდილება; (Fina, Fidelio); შესაძლებელია სასტუმროს პროგრამის ადგილზე შესწავლა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა;
** მოქნილობა სამუშაო გრაფიკთან მიმართებაში;
** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი;
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ და მეგობრულ კომპანიაში და გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: greenpalacekutaisi@gmail.com ან დამატებითი დეტალებისთვის დაგვიკავშირდეთ ნომერზე 595571766 / 599713227.
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამსახურს თბილ და მეგობრულ გარემოში.
გთხოვთ, შესაბამის ველში (Subject Line) მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
სასტუმრო "გრინ პალას ქუთაისი" გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|