Робота для біженців з України
« ყველა ვაკანსია
 

ნიკორა

 
ნიკორა

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა ჯგუფი" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს თოთხმეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული. კომპანიას, ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა ჯგუფი" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში. კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება.

"ნიკორა ჯგუფი" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი აქტიური დამსაქმებელია. ამჟამად, ჰოლდინგში 10000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება. სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე: http://www.nikora.ge

 
დასახელება   მომწოდებელი გამოქვეყნდა ბოლო ვადა
მონიტორინგის სპეციალისტი გამოქვეყნებულია ბოლო 2 დღის განმავლობაში ხელფასიანი ნიკორა ნიკორა 01 აპრილი 01 მაისი
წარმოების უბნის უფროსი ხელფასიანი ნიკორა ნიკორა 27 მარტი 27 აპრილი
სტუდენტური დასაქმება ERP მიმართულების გუნდში ხელფასიანი ნიკორა ნიკორა 18 მარტი 18 აპრილი
ბრენდის განვითარების მენეჯერი ნიკორა ნიკორა 17 მარტი 17 აპრილი
გადაიტანე Facebook-ზე