|
ივრის ფერმები 2022 წელს დაარსდა. კომპანია ორიენტირებულია მდგრადი, გრძელვადიანი აქტივის შექმნასა და პირველადი პროდუქტის წარმოების თანამედროვე მოდელის განვითარებაზე.
ადგილობრივ თემებთან და ესპანელ ექსპერტებთან თანამშრომლობით ეტაპობრივად მიმდინარეობს კაკლოვანი კულტურების გაშენება ისეთ ტერიტორიებზე, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში ცარიელი და აუთვისებელი იყო. ამჟამად კომპანიის ნუშის ბაღები უკვე 150 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზეა გაშენებული, რომელშიც წარმოდგენილია სამი ევროპული ჯიში, უახლოეს მომავალში კი ბაღი 210 ჰექტრით გაიზრდება.
დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: https://iorifarms.ge/
|