Робота для біженців з України
ქვემო ქართლის ინკასატორი - ქვემო ქართლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქვემო ქართლის ინკასატორი
მომწოდებელი: PayBox
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
სს "ოპპა" ფინანსურ-ტექნოლოგიურ ბაზარზე 2007 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ მთელი საქართველოს მასშტაბით სთავაზობს მომხმარებლებს სწრაფი გადახდის სერვისებს, როგორიცაა "PayBox"-ის სწრაფი ჩარიცხვის ტერმინალები. უახლესი ტექნოლოგიები, სისწრაფე, სიმარტივე და ხარისხი ჩვენი მთავარი ღირებულებებია. ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული კომპანიის გარშემო 350-ზე მეტი თანამშრომელი ერთიანდება.

"PayBox" აცხადებს ვაკანსიას ქვემო ქართლის ინკასატორის პოზიციაზე.

პოზიციის მიზანია, ქსელში არსებული ტერმინალების გაინკასირება.

რას გააკეთებ:

** უზრუნველყოფ სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ქსელის სწრაფ და ხარისხიან მომსახურებას;
** სწრაფი გადახდის თვითმომსახურების ტერმინალების ინკასაციას;
** უსაფრთხოების ინსტრუქციის ზედმიწევნით შესრულებას;

პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლიანობა;
** დეტალების მიმართ ორიენტირებულობა.

აუცილებელი მოთხოვნები:

** უძრავი ან მოძრავი ქონებით, ან თავდები პირით უზრუნველყოფა;
** ავტომობილის ფლობა.

თუ დაგაინტერესა ჩვენს გუნდში ამ პოზიციამ, გამოგვიგზავნე რეზიუმე შემდეგ მისამართზე: career@oppa.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნი განაცხადს.

გაცნობებთ, რომ რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ აცხადებთ თანხმობას სს "ოპპა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან დამსაქმებელმა შესაძლებელია თქვენი მონაცემი შეინახოს და თავსებადობის შემთხვევაში განიხილოს სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც.

სს "ოპპას" შერჩევის პროცესი თავისუფალია ყველა სახის დისკრიმინაციისგან, ითვალისწინებს და აკმაყოფილებს პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპებს და მოქმედებს დისკრიმინაციის აკრძალვის ფარგლებში. გამოხატული დისკრიმინაციის შემთხვევაში შეგიძლია მოგვმართოთ ცხელ ხაზზე: 2 303 308.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე