Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: კონგო განათლება
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
შპს "კონგო განათლება" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დავით გამრეკელის ქუჩა N19.
ვაკანსია განკუთვნილია მათთვის, ვისი მიზანიც არის კარიერული ზრდა და პიროვნული განვითარება.

სამუშაოს აღწერა:

** კომპანიის მუდმივ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება;
** სატელეფონო გასაუბრების ჩანიშვნა და კონკრეტული შეთავაზების მომზადება;
** პოტენციური კლიენტების ბაზების შექმნა და მუდმივი განახლება;
** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა;
** კომპანიის პროდუქტის/სერვისის გაცნობა, შეთავაზება;
** მომხმარებელთა ინფორმირება ფასდაკლების, აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების შესახებ;
** გაყიდვების გეგმის შესრულება.

აუცილებელი მოთხოვნები:

** გაყიდვების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული/ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** გიყვარდეთ კომუნიკაცია;
** იყოთ მიზანდასახული და თავდაჯერებული;
** გქონდეთ გამართული მეტყველების უნარი;
** იყოთ აქტიური და პოზიტიური;
** დისციპლინირებული;
** სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი;
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელფოსტის მისამართზე vacancy@kongo.ge და გთხოვთ, წერილის შინაარსში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე