Робота для біженців з України
პასიური ქსელის ინსტალატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პასიური ქსელის ინსტალატორი
მომწოდებელი: ტექნეტი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
IT კომპანია "ტექნეტი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2014 წლიდან. კომპანია ახორციელებს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში სერვისების მიწოდებას საქართველოს ტერიტორიაზე, კომპანია არის ისეთი წამყვანი ბრენდების ავტორიზებული პარტნიორი როგორებიცაა: HPE, Dell, Cisco, Hikvision და ა.შ.

კომპანია "ტექნეტი" აცხადებს ვაკანსიას პასიური ქსელის ინსტალატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ლოკაციებზე მოკვლევითი სამუშაოების წარმოება/დაგეგმვა;
** პასიური ქსელის მონტაჟი და ტექნიკურად გამართვა ტექნიკური დავალების მიხედვით;
** პასიურ გაყვანილობაში არსებული ხარვეზების გამოსწორება;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მითითებული სამუშაოს შესრულება (კომპანიის საქმიანობის ფარგლებში);
** მივლინებაში გამგზავრება პროექტის ლოკაციის შესაბამისად;
** შიდა ინტერნეტ ქსელის დაგეგმარება, მონტაჟი/დემონტაჟი;
** ინტერნეტ კაბელის დაზიანებების აღმოფხვრა;
** კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟი/დემონტაჟი;
** ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონტაჟი/დემონტაჟი;
** ქსელურის ტექნიკის მონტაჟი/დემონტაჟი;
** მასზე აღრიცხული სამუშაო ინვენტარისა და მასალების კონტროლი/დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი ტექნიკური განათლება ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** ოპერაციული სისტემების, კომპიუტერული ქსელის საბაზისო ცოდნა.

უნარები/შესაძლებლობები:

** კომუნიკაბელური;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანი;
** ანალიზის და პრობლემის გადაწყვეტის უნარი;
** დროის სწორად მართვის უნარი;
** მართვის მოწმობის B კატეგორიის ქონა ჩაითვლება უპირატესობად.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 (ხუთი) დღე 09:00 - 18:00;
** ანაზღაურება: 1 500 ლ .

დაინტერესებულმა პირებმა, თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: hr@technet.ge.

გთხოვთ, სათაურის ველში, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე