Робота для біженців з України
კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონსულტანტი
მომწოდებელი: Super
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
"სუპერი" საყოფაცხოვრებო ნივთებისა და სათამაშოების იმპორტიორი, საბითუმოდ და საცალოდ მოვაჭრე ყველაზე მსხვილი კომპანია და არაერთი მსოფლიო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელი და ოფიციალური პარტნიორია საქართველოში.

"სუპერი" ბაზარზე ფიზიკური მომსახურების 15 სივრცითა და ელექტრონული მაღაზიითა წარმოდგენილი.

კომპანიის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: https://superstore.ge/

მიმდინარედ "სუპერის" სამუშაო გუნდი 300-ზე მეტ თანამშრომელს ითვლის, ახალ წევრებს კონსულტანტის თანამდებობაზე ვეძებთ.

აღნიშნული ვაკანსია ხელმისაწვდომია ნებისმიერი სქესის წარმომადგენლისთვის.

ვაკანტური თანამდებობის შესახებ:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 დღე - 40 საათი, დღეში 8 საათი
** დასვენების დრო: კვირაში 2 დღე
** სამუშაო გრაფიკი: ორცვლიანი (10:00- 19:00/13:00-22:00) / ერთცვლიანი (11:00 - 20:00) (1
** საათი შესვენების პერიოდი)
** ანაზღაურების ტიპი: ფიქსირებული
** ანაზღაურების ოდენობა: 850 ლარი (ხელზე ასაღები თანხა) - 950 ლარი (ხელზე ასაღები თანხა მე-12-ე თვიდან)

ფილიალის მისამართები, რომელშიც გვაქვს ვაკანტური ადგილი:

თბილისი, ვერა, რომან მიმინოშვილის ქუჩა
თბილისი, საბურთალო, ს/ც: სითი მოლი

გუნდის წევრს ვთავაზობთ:

** კარიერული და პროფესიული ზრდის რეალურ შესაძლებლობას - კომპანია მზად არის თქვენი ინიციატივების შესაბამისად მოგცეთ შესაძლებლობა ისწავლოთ, განვითარდეთ, დაწინაურდეთ;
** სტაბილურ და მზარდ ანაზღაურებას;
** კომფორტულ სამუშაო გრაფიკს, მათ შორის, სტუდენტური
** კომპანია "სუპერის" პროდუქციაზე თანამშრომლის ფასდაკლებას;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლისთვის მაღალხარისხიანი კონსულტირების გაწევა;
** პროდუქციის განთავსება თაროებზე: მარაგების შევსება, ახალი ნივთების განთავსება, არსებული პროდუქციის ადგილის ცვლილება;
** პროდუქციაზე ფასების მითითება;
** პროდუქციის სისუფთავისა და სარეალიზაციო სახის შენარჩუნება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია, მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია, ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სერვისულობა;
** პროფესიული განვითარების სურვილი;
** კრიტიკულ სიტუაციებში ეფექტური ოპერირების უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების გადარჩევა (გთხოვთ, გაითვალისწინოთ, დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს)
** გასაუბრება კომპანიის წარმომადგენელთან

თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს 2024 წლის 10 ივნისის ჩათვლით გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: HR@superstore.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება და სასურველი ფილიალი) ან დაგვიტოვეთ თქვენ შესახებ ინფორმაცია ბმულზე: https://rb.gy/50uav3

ვაკანტური თანამდებობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ნომერზე - 577021010

შეგახსენებთ, რომ თქვენი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. რეზიუმეს გაზიარებით თქვენ თანხმობას აცხადებთ შპს "სუპერის" მიერ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, ვაკანტურ თანამდებობაზე თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის დადგენის მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე კომპანიის ბაზაში შეინახება 3 (სამი) თვის ვადით, მითითებულ პერიოდში თქვენი კანდიდატურის იმავე ან სხვა თანამდებობაზე განხილვის მიზნით.

"სუპერი" მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე