Робота для біженців з України
დიასახლისების სუპერვაიზერი - კვარიათი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისების სუპერვაიზერი
მომწოდებელი: პანორამა კვარიათი
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
"პანორამა კვარიათი" ფრანგული პროექტია საქართველოში, რომელიც მოიცავს სასტუმროს ნომრებს, გასაყიდ ბინებს, საცურაო აუზს, ბარს, სპა ცენტრს, რესტორანს.

ამ ეტაპზე ვაცხადებთ ვაკანსიას დიასახლისების სუპერვაიზერის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: კვარიათი
გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 1500 ლარი

ძირითადი მოვალეობა:

** დიასახლისების კონტროლი
** დღის დასაწყისში დიასახლისებისთვის გეგმის გადაცემა, მეორე სმენის (საღამოს დიასახლისებისთვის) გეგმის დატოვება
** დიასახლისების მიერ დალაგებული ნომრების გადამოწმება
** ჰიგიენისა და სისუფთავის სტანდარტების დაცვა
** ჰიგიენური საშუალებების შესყიდვები, მათი კონტროლი და აღრიცხვა

მოთხოვნები: სასურველია მსგავს სფეროში მუშაობის გამოცდილება.

აუცილებელი უნარები:

** გუნდში მუშაობის უნარი;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** სწავლებზე და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** კვებას
** სხვა ქალაქიდან ან რეგიონიდან ჩამოსვლის შემთხვევაში საცხოვრებელს

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი (CV) ელ-ფოსტაზე: panoramakvariati@gmail.com გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject)-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება (დიასახლისების სუპერვაიზერი).

ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 577 98 22 95
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე