Робота для біженців з України
სურსათის უვნებლობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სურსათის უვნებლობის მენეჯერი
მომწოდებელი: საკონდიტრო ბელა
გამოქვეყნდა: 10 მაისი / ბოლო ვადა: 10 ივნისი
საკონდიტრო "ბელა" აცხადებს ვაკანსიას სურსათის უვნებლობის მენეჯერის პოზიციაზე!

შემოგვიერთდით და გაეცანით სიახლეებს:

https://www.facebook.com/tortibela
https://www.instagram.com/patisserie_bela/
https://www.tiktok.com/@belastorti

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიდი დიღომი
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 სამუშაო დღე)
ანაზღაურება: 1000-1200 ლარი

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს;
** უფასო კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

მოვალეობები:

** საკანონმდებლო და კომპანიის მოთხოვნების შესაბამისად სურსათის უვნებლობის სისტემაში (HACCP) სიახლეების დანერგვა, არსებულის ვალიდურობის განსაზღვრა და განახლება;
** წარმოების პროცესის შესაბამისობის შემოწმება HACCP-ის გეგმასთან და კრიტიკული კონტროლის წერტილებზე დაწესებული ზღვრების კონტროლი;
** ნედლეულის მიღება-გახარჯვის თარიღებისა და ნაწარმის ეტიკეტირების პროცესის კონტროლი;
** წარმოების თანამშრომლების მიერ პირადი ჰიგიენის წესების დაცვის კონტროლი;
** დანერგილი სტანდარტის მოთხოვნებით გათვალისწინებული ჟურნალების შევსება;
** შიდა აუდიტის დაგეგმვა/ჩატარება, შედეგებიდან გამომდინარე ანგარიშის/ რეკომენდაციების მომზადება;
** აუდიტის შედეგების საფუძველზე მაკორექტირებელი ქმედებების გაწერა/შესრულების კონტროლი;
** სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული მასალების მომზადება და პერიოდულად თანამშრომლებისთვის ტრენინგის ჩატარება;
** კომპანიის ფილიალების ქსელში (14 ფილიალი) პერიოდული ინსპექტირება, მათი სამუშაო პროცესის და გარემოს შესაბამისობის დადგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია სასურსათო ტექნოლოგიის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი გამოცდილება;
** HACCP-ის სისტემების დანერგვისა და კონტროლის გამოცდილება;
** HACCP-ის კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატი;
** სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცოდნა.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელფოსტაზე: hr@bela.ge და სათაურის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ დამსაქმებელმა დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 6 თვის განმავლობაში და განიხილოს სხვა პოზიციაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე