Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუ
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
მზად ხარ ახალ და ძალიან საინტერესო თავგადასავალში შემოგვიერთდე და გახდე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სასტუმროების ქსელის Hilton-ის დიდი ოჯახის წევრი?
ჩვენ გეძებთ შენ - საოცარ, პოზიტიურ და სტუმართმოყვარე გუნდის წევრს კვების და სასმელების განყოფილებაში მიმტანის პოზიციაზე.
"Hilton Garden Inn Tbilisi Riverview" - ახალი, თანამედროვე და ელეგანტური სასტუმრო, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ უმასპინძლა პირველ სტუმრებს და შენ გეძლევა შესაძლებლობა, გახდე სტუმარმასპინძლობის სფეროს პროფესიონალი და ეზიარო განვითარების უსაზღვრო პერსპექტივებს.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** სტუმარმასპინძლობის საერთაშორისო სტანდარტების დაუფლებას და კარიერული განვითარების შესაძლებლობებს;
** მსოფლიოს მასშტაბით ჰილტონის ფასდაკლებების პროგრამას;
** მეგობრულ და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ორჯერად კვებას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** ღირსეულ სამუშაო პირობებს;
** სხვადასხვა სახალისო აქტივობებს და წამახალისებელ პროექტებს;
** უფასო ტრენინგებს ჰილტონის, ლინქდინის და ჰარვარდის საგანმანათლებლო პლატფორმებზე;
** ჯიემების აკადემიაში სწავლის შესაძლებლობას.

რას ველით შენგან:

** ყოველ დღე სამსახურში ღიმილიანი სახით მოსვლას;
** პოზიტიურ და კეთილგანწყობილ დამოკიდებულებას სტუმრებისა და გუნდის წევრების მიმართ;
** განვითარების სურვილს და მოტივაციას იმისა, რომ ჩვენს სტუმრებს ერთად შევთავაზოთ საუკეთესო სერვისი.

ველოდებით შენს რეზიუმეს ელ ფოსტაზე: Sophie.Bregvadze@Hilton.com

მადლობა ინტერესისთვის, შეხვედრამდე!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე