Робота для біженців з України
ბარმენი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: პანორამა ლისი გრანდ ჰოტელი
გამოქვეყნდა: 09 მაისი / ბოლო ვადა: 09 ივნისი
სასტუმრო "პანორმა ლისი გრანდ ჰოტელი" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, მუხრან მაჭავარიანის 4. (112-ის მიმდებარედ)

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრებისაგან შეკვეთის მიღება, ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმლის დროული მომზადება, მიწოდების უზრუნველყოფა;
** ბარში არსებული დანადგარების, ჭურჭლისა და აქსესუარების დანიშნულებისამებრ გამოყენება, მოვლა, შენახვა;
** ბარის მენიუს შემუშავება და განახლებაში ჩართულობა;
** ყოველთვიურად ინვენტარიზაციაში ჩართულობა;
** ყოველდღიურად, ბარის არეალის მომზადება/წესრიგში მოყვანა, გასაყიდი პროდუქციის ბარში განლაგება, სასმლის შენახვა და მარაგების კონტროლი;
** ალკოჰოლური და არა ალკოჰოლური სასმელების, ასევე კერძების მენიუში არსებული პროდუქტების და მათი მომზადების წესების სრულყოფილი ცოდნა;
** მომსახურების სტანდარტების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების, სისუფთავისა და საკვების უსაფრთხოების კანონმდებლობის სრული დაცვა;
** რესტორნის საოპერაციო სისტემაში საკვებისა და სასმლის ხარჯების, ჩეკების, დარიცხვის ასახვა; ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების წარმოება;
** სტუმრის მოთხოვნებზე სწრაფი რეაგირება, მომსახურების მაღალი სტანდარტით, მაღალი კმაყოფილების უზრუნველყოფა;

საკვალიფიკაციო და დამატებითი მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სარესტორნო საოპერაციო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** პროფესიული სერტიფიკატი კვებისა და სასმელების სფეროში ან/და მომსახურების პროფილით ჩაითვლება უპირატესობად.

საჭირო პიროვნული უნარები:

** ორგანიზებულობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პოზიტიურობა, ენერგიულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის მართვის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** ფიქსირებული ანაზღაურება+საბონუსე;
** კვებით უზრუნველყოფა;
** ზრდის და განვითარების ხელშეწყობა;
** მეგობრული და გუნდური გარემო.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: info@panoramalisi.ge

გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ სასურველი პოზიციის სახელწოდება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე