Робота для біженців з України
ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრატორი
მომწოდებელი: საკონდიტრო ლაიმი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
კაფე-საკონდიტროების ქსელი "ლაიმი" აცხადებს ვაკანსიას საკონდიტროში ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საკონდიტროს პერსონალის ხელმძღვანელობა
** სავაჭრო დარბაზში პერსონალის მიერ სამუშაო დისციპლინის, მომსახურების ეთიკური ნორმების, საქონლის გაყიდვის წესების, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის კონტროლი;
** მარაგების უწყვეტობის მუდმივი კონტროლი;
** საქონლის მიღება-მითვლა დადგენილი წესის შესაბამისად;
** დახლებზე განთავსებული პროდუქციის მუდმივი კონტროლი
** სავაჭრო დარბაზში მომსახურების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფა;
** სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა აღწერაში მონაწილეობის მიღება;
** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურების გაწევა;
** მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
** ნაღდი და უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** სასურველია პროგრამა FINA-ს ფლობა
** სავალდებულოა ოფის-პროგრამების ცოდნა.
** ინგლისური/რუსული ენის ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** სწრაფი აზროვნების უნარი
** დაკვირვების უნარი
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდის მართვის უნარი.
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი, 10:00-დან 18:00-მდე ყოველდღიურად, კვირაში 1 დღე დასვენება.
ანაზღაურება: 1200 ლარი

დაინტერესებულმა პირებმა გადმოგვიგზავნეთ თქვენი სივი აღნიშნულ მისამართზე: ltdlime@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე