Робота для біженців з України
ჰოლ მენეჯერი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჰოლ მენეჯერი
მომწოდებელი: BET25
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
BET25 არის ინოვაციური გართობის სივრცე, რომელიც ორიენტირებულია სიახლეებზე, ტექნოლოგიებზე, რითიც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის საუკეთესო გარემოს შექმნას და ქმნის მრავალფეროვან გასართობ სივრცეს.

"bet25" აცხადებს ვაკანსიას ჰოლ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: 259 ბ, აეროპორტის გზატკეცილი, ქ. ბათუმი
სამუშაო განაკვეთი: ცვლებში (2 დღე მუშაობა, 2 დღე დასვენება)
სამუშაო საათები: 09:00-21:00, 21:00-09:00
უშუალო ხელმძღვანელი: დარბაზის მენეჯერი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 1200 ლარი და ბონუსი.

ძირითადი მოვალეობები:

** დაქვემდებარებული პერსონალის მუშაობის დაგეგმვა და მონიტორინგი;
** დახმარების გაწევა ხელმძღვანელობისათვის თანამშრომლების დისციპლინარული საკითხების გადაწყვეტაში;
** დასწრების ჟურნალების წარმოებაში მონაწილეობა;
** დაქვემდებარებულ თანამშრომელთა საკონტაქტო ინფორმაციის პერმამენტულად განახლება;
** სამუშაო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა, რაც ხელს შეუწყობს გუნდურ მუშაობას, ურთიერთპატივისცემის ჩამოყალიბებას თანამშრომელთა შორის და მათგან საჭირო უკუკავშირის მიღებას;
** თანამშრომლების ინფორმირება პროდუქტების შესახებ, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი აქციებისა და ღონისძიებების თაობაზე;
** ობიექტის გამართული მუშაობისათვის საჭირო რესურსების დეფიციტის და საჭიროების თაობაზე უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება;
** სამუშაო ადგილზე სისუფთავის, სანიტარული და შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცულობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი;
** პროფესიონალურად და დროულად დახმარება კლიენტების ან/და მათი წარმომადგენლებისთვის საჭირო საკითხების გადაწყვეტაში;
** VIP მომხმარებლებთან ურთიერთობა - მათი ცნობიერების ამაღლება პროდუქტებისა და აქციების შესახებ;
** სათამაშო აპარატების მენიუს სრულყოფილი ცოდნა;
** საბარათე სისტემის დეტალური ცოდნა და მის შესახებ კლიენტების ინფორმირება.

საჭირო მოთხოვნები:

** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი;
** სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა;
** ქართულ ენაზე გამართული და დახვეწილი მეტყველება;
** თურქული ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად);
** სიახლეებთან და ცვლილებებთან ადაპტაციის კარგი უნარი.

შერჩევის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა;
** გასაუბრება;
** ტრენინგი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@bet25.live და გთხოვთ, სათაურში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ჰოლ მენეჯერი".

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე