Робота для біженців з України
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვაკო მოტორსი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
შპს "ვაკო მოტორსი" გთავაზობთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ვინ ვართ ჩვენ

ჩვენ ვართ ერთ-ერთი ლიდერი კომპანია სატვირთო მანქანების ინდუსტრიაში და "DAF"-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. მომხმარებელს 50-ზე მეტ პრემიუმ ხარისხის ევროპულ ბრენდს ვთავაზობთ.

ჩვენი წარმატებული კომპანიის საწინდარია პროფესიონალთა გუნდი, რომელთაც ვთავაზობთ ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას და განვითარების დიდ შესაძლებლობებს.

თანამშრომელს დავახვედრებთ:

** პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;
** ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას კომპანია "არდიში";
** ფიტენს მომსახურებას - ფიტპასი;
** კორპორატიულ ღონისძიებებს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** გაყიდვების ყოველთვიური გეგმების შესრულება;
** პოტენციური კლიენტების მოძიება და მათთან მოლაპარაკება;
** კლიენტთა პორტფელის შექმნა და განვითარება;
** არსებულ და პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან მუდმივი კონტაქტი- მათთვის სიახლეების გაცნობა და ახალი პროდუქტების შეთავაზება;
** არსებულ და პოტენციურ კორპორატიულ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის დამყარებაზე ზრუნვა;
** კლიენტთა ხელშეკრულების პირობების შესრულების მუდმივი მონიტორინგი (დებიტორული დავალიანების კონტროლი, თანხების ამოღებაზე ზრუნვა).

კვალიფიკაცია და უნარები რომელიც გვჭირდება:

** აუცილებელია უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების/ფინანსების ან სხვა ტექნიკური მიმართულებით;
** სავალდებულოა მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება ავტო ინდუსტრიაში მუშაობის გამოცდილებას);
** სასურველია სატვირთო ავტომობილების სფეროს ბაზრისა და სპეციფიკის ცოდნა;
** სავალდებულოა ინგლისური (მინიმუმ B2 დონე) და რუსული (მინიმუმ B1) ენების ცოდნა;
** სავალდებულოა B კატეგორიის მართვის მოწმობის ქონა
** საქმიანი მოლაპარაკებების წარმართვისა და პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი;
** ორგანიზებული, მიზანდასახული.

დამატებითი ინფორმაცია

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 სთ;
სამუშაო ადგილი: წიწამური, თბილისის გზატკეცილი (საგურამოს გადასახვევის მოპირდაპირე მხარეს) ტრანსპორტირებას მეტრო დიდუბიდან უზრუნველყოფს კომპანია
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი + ბონუსი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2024 წლის 7 ივნისის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: HR@vakomotors.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი წინააღმდეგ შემთხვევაში, რეზიუმე არ განიხილება.

კომპანია ვაკო მოტორსის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ვაკო მოტორსის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წანასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე