Робота для біженців з України
გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მეტალქრაფტ სოლუშენი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
საინჟინრო კომპანია "მეტალქრაფტ სოლუშენი" ახორციელებს როგორც საპროექტო სამუშაოებს, ასევე ლითონის და ალუმინის კონსტრუქციებისა და საფასადე სისტემების პროექტირებას, წარმოებასა და მონტაჟს.

"მეტალქრაფთ სოლუშენის" გუნდში გაყიდვების მენეჯერს ვეძებთ.

მდებარეობა: თბილისი
სამუშო განაკვეთი: სრული
სამუშაო საათები: 09:30-18:30

ფუნქცია-მოვალეობები:

** წლიური გეგმის შედგენა CEO-სთან ერთად და შესაბამისი გეგმის მონიტორინგი
** ბაზარზე არსებულ ტრენდებზე ინფორმაციის ფლობა: პროექტები, კონკურენტები და ზოგადი აქტივობები.
** პოტენციური დამკვეთების მონაცემების ბაზის შექმნა და მისი რეგულარული განახლება, მუდმივი კომუნიკაცია არქიტექტორებთან, ინვესტორებთან და მშენებლებთან.
** ახალი კლიენტების მოძიება და მათთან სამუშაო კონტაქტების დამყარება
** კლიენტის მოთხოვნების განსაზღვრა და ოპტიმალური ტექნიკური შეთავაზების გაკეთება ტექნიკურ დეპარტამენტთან შეთანხმებით.
** სისტემების მომწოდებლების ასორტიმენტის კარგი ცოდნა: ფასადის, კარ-ფანჯრების, სკაილათების, თუ სხვა.
** წარუმატებელი პროექტების ანალიზი და მიზეზების კვლევა (failure analyses).

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მარკეტინგის/ბიზნესის მიმართულებით, (შესაძლებელია არქიტექტურულიც)
** სასურველია ალუმინის სისტემების სფეროში მუშაობის გამოცდილება, ან სხვა ფასადის სისტემები თუ სამშენებლო მასალების სფეროში.
** კლიენტებთან ურთიერთობის და გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება.
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა
** MS Office - პაკეტის კარგი ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა
** პრეზენტაბელურობა
** ინიციატივების გამოჩენის უნარ-ჩვევები
** მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
** ანალიტიკური აზროვნება
** კომუნიკაბელურობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირება

დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: Career@metalcraft.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე CV-ის გამოგზავნით თანხმობას აცხადებთ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის" ფარგლებში დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე