Робота для біженців з України
სადაზღვევო აგენტი - სიცოცხლის დაზღვევა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სადაზღვევო აგენტი - სიცოცხლის დაზღვევა
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 07 ივნისი
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, სიცოცხლის დაზღვევის მიმართულებით სადაზღვევო აგენტის ვაკანსია დაგაინტერესებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24 ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00 - 19:00 სთ;
პარასკევი 10:00 - 17:00 სთ;
შრომის ანაზღაურება: ხელფასი + საკომისიო

შენი, როგორც სადაზღვევო აგენტის მთავარი ფუნქციები იქნება:

** პოტენციური მომხმარებლების დაინტერესება, მოზიდვა სადაზღვევო პროდუქტების/ მომსახურების შეთავაზება;
** მომხმარებლის მოთხოვნების, საჭიროებების დადგენა-დაზუსტება და მისთვის ოპტიმალური სადაზღვევო პროდუქტების/მომსახურების შეთავაზება, პროდუქტის მახასიათებლების და კონკურენტული უპირატესობების გაცნობა;
** სადაზღვევო ხელშეკრულებების დადება პოტენციურ მომხმარებლებთან;
** გაყიდვების შემდგომი მომსახურების უზრუნველყოფა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან შეხვედრის დაგეგმვა და ორგანიზება;
** გაყიდვების გეგმის განხორციელება განსაზღვრულ ვადაში;
** არსებული მომხმარებლებისათვის სადაზღვევო პაკეტის განახლების შეთავაზება და კომპანიისადმი ლოიალობის შენარჩუნებაზე ზრუნვა;
** გაყიდვების არხების ბაზრის კვლევა, ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირება და რეკომენდაციების გაწევა.

გამოგვეხმაურე, თუ:

** გაქვს უმაღლესი განათლება;
** გაქვს გაყიდვებში მუშაობის გამოცდილება;
** გაქვს მომხმარებელთან მოლაპარაკების წარმოების გამოცდილება;
** იცი საოფისე პროგრამები.

ვეძებთ ჩვენიანს:

** პასუხისმგებლიანს;
** დეტალებზე ორიენტირებულს;
** ორგანიზებულს;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
** საქმეზე კონცენტრირებულს.

დაგახვედრებთ:

** საინტერესო საქმეს;
** მრავალფეროვნებას;
** სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს.

თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე რეზიუმე (CV) შემდეგ ელ.ფოსტაზე: agents-hr@tbcinsurance.ge 2024 წლის 25 მაისის ჩათვლით. თემის ველში კი მიუთითე ვაკანსიის დასახელება "სადაზღვევო აგენტი - სიცოცხლის დაზღვევა."

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე