Робота для біженців з України
სანიტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სანიტარი
მომწოდებელი: ჯანმრთელობის სახლი
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 26 მაისი
კლინიკა "ჯანმრთელობის სახლი" მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, ჩვენი სამედიცინო პერსონალის უმაღლესი პროფესიონალური ცოდნა და გამოცდილება, უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება მკურნალობაში საშუალებას იძლევა პაციენტს გაეწიოს თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი მკურნალობა.

ჩვენი კლინიკის ძირითადი საზრუნავი პაციენტის ჯანმრთელობაა. ჩვენი უმთავრესი მიზანი - უზრუნველვყოთ ხარისხიანი, ხელმისაწვდომი, სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება.

ზრუნვა თითოეული ადამიანის ჯანმრთელობაზე - ეს გახლავთ ჩვენი კლინიკის უმთავრესი მისია.

კლინიკა "ჯანმრთელობის სახლი" აცხადებს სანიტრის ვაკანსიას.

მდებარეობა - თბილისი. წინანდლის ქ. #9/20
გრაფიკი - ყოველ მეორე დღეს 09:30-საათიდან 17:00-საათამდე

ძირითადი ფუნქციები და მოვალეობები:

** სამედიცინო დაწესებულების სანიტარულ-ჰიგიენური წესების დაცვა;
** შესაბამისი სივრცის სისუფთავის უზრუნველყოფა;
** კაბინეტებისა და საპროცედურო ოთახების დასუფთავება, ქვეყანაში არსებული რეგულაციის შესაბამისად;
** სანიტარული მოწყობილობების სტერილიზაცია/დეზინფექცია;

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** დისციპლინირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) 26 მაისამდე შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: janmrtelobissaxli@gmail.com სათაურის ველში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მონაცემები არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე