Робота для біженців з України
ბუღალტრის ასისტენტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბუღალტრის ასისტენტი
მომწოდებელი: მაქსიმა
გამოქვეყნდა: 07 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
შპს "მაქსიმა" (კომპანია მომხმარებელს სთავაზობს ავეჯის დასამზადებლად საჭირო მასალებსა და აქსესუარებს) აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის ასისტენტის პოზიციაზე ბათუმში;

სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:30 სთ - 18:30სთ
ანაზღაურება: შეთანხმებით (1500-2000 ლარი (NET))
კვება უზრუნველყოფილია კომპანიის მიერ;

ფუნქციები:

** სალაროს ოპერაციების კონტროლი, დოკუმენტების სრულყოფილების და სისწორის უზრუნველყოფა;
** ყოველდღიური საბანკო გადარიცხვების აღრიცხვა საბუღალტრო პროგრამაში და სისწორის უზრუნველყოფა;
** კომპანიის მიმდინარე ადგილობრივი შესყიდვების ოპერაციების დოკუმენტირება და ასახვა სააღრიცხვო პროგრამაში;
** კომპანიის დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მონიტორინგი;
** ყოველდღიური სამეურნეო (ხარჯვადი) ოპერაციების დოკუმენტების სისწორის უზრუნველყოფა და საბუღალტრო ასახვა;

მოთხოვნები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე და სიზუსტეზე ორიენტირებულობა;
** უმაღლესი განათლება (ფინანსები/ბუღალტრული აღრიცხვა/ აუდიტი);
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის სულ მცირე 1 წლის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS EXCEL სრულყოფილად);
** ბუღალტრული პროგრამების ცოდნა (სასურველია ERP სისტემაში მუშაობის გამოცდილება);

კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.

გამოაგზავნეთ თქვენი მონაცემები CV შემდეგ მისამართზე: info@maxima.ge. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე