Робота для біженців з України
ჭურჭლის მრეცხავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ჭურჭლის მრეცხავი
მომწოდებელი: რესტორანი ქეთო და კოტე
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
მომწოდებელი აცხადებს ვაკანსიას სტუარდინგის ზედამხედველის თანამდებობაზე.

მოთხოვნები და კვალიფიკაცია:

** სასურველია მინიმუმ 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება ზედამხედველის პოზიციაზე
** ცოდნის გაზიარების უნარი
** დღის გახსნისა და დახურვის გამოცდილება
** ყურადღებიანი და მომთმენი სტუმრებისა და თანამშრომლების მიმართ
** კარგი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარის მქონე
** სტრესული სიტუაციების გამკლავების უნარი
** გუნდურად მომუშავე
** ძლიერი ორგანიზაციული უნარები, სწრაფ ტემპში მუშაობის უნარი
** მოქნილი სამუშაო გრაფიკის მიმართ
** აქტიური მსმენელი
** შეეძლოს დროის მენეჯმენტი
** იყოს მოწესრიგებული და იცავდეს ჰიგიენურ ნორმებს
** ორიენტირებული პრობლემების მოგვარებაზე
** ემოციურად სტაბილური
** გუნდის მართვისთვის საჭირო უნარები (მიმართულების მიცემა, განაწილება)
** კონფლიქტური სიტუაციების მოგვარების უნარი
** სუბორდინაციის დაცვისა და ინფორმაციის შესაბამის სტრუქტურებთან გაზიარების უნარი

ფუნქცია-მოვალეობები:

** აკონტროლებს ყოველდღიურ საოპერაციო ნაწილს
** აკონტროლებს სტუარდების და დიასახლისების მუშაობას (დადგენილი წესის მიხედვით ხდება თუ არა სივრცეების დასუფთავება, ჭურჭლის გარეცხვა, ქიმიური ხსნარების გამოყენება და სხვა)
** დილით ჩექლისთის მიხედვით ამოწმებს რამდენად სრულყოფილად შეასრულა სტუარდმა/დიასახლისმა დაკისრებული მოვალეობა
** ფიზიკურად ამოწმებს რესტორანს და ინვენტარის დაზიანების, ან სიბინძურის შემთხვევაში მიმართავს შესაბამის ზომებს
** ყოველდღიურად ატარებს შეხვედრას თანამშრომლებთან, ანაწილებს მათ, აცნობს სიახლეებს, გასაკეთებელ საქმეებს და აანალიზებს დაშვებულ შეცდომებს, აძლევს სწორ მითითებებს
** გარემოს და მუშაობის პრინციპებს აცნობს ახალ თანამშრომელს, ზრუნავს მასზე და ეხმარება გარემოსთან ადაპტირებაში
** ორგანიზებას უწევს თანამშრომელთა შესვენების დროს
** პრობლემის შემთხვევაში მიმართავს ხელმძღვანელს
** აგვარებს თანამშრომლებს შორის კონფლიქტს
** ქმნის პოზიტიურ სამუშაო გარემოს
** ზრუნავს თანამშრომლების მოტივაციაზე
** აკონტროლებს სამრეცხაოდან გამოსული პროდუქტისა და ინვენტარის სისუფთავესა და სრულყოფილებას, პრობლემის შემთხვევაში მიმართავს დეპარტამენტის ხელმძღვანელს
** საჭიროების შემთხვევაში ითავსებს სტუარდის/დიასახლისის ყველა ფუნქციას
** პერიოდულად, შეძლებისდაგვარად ატარებს მცირე ტრეინინგებს თანამშრომლებისთვის
** აკონტროლებს სახარჯ მასალებს
** ატარებს ყოველთვიურ აღწერებს
** მუდმივად არის მოწესრიგებული, იცავს ჰიგიენურ ნორმებს და აცვია შესაბამისი უნიფორმა, მოწესრიგებული ფრჩხილები, თმა
** იცავს შინაგანაწესის ყველა წესი

სამუშაო არის 9 საათიანი, 5/2-ზე,
ხელფასი 1300₾
კომპანია უზრუნველყოფს კვებას, დაზღვევას და ტრანსპორტირებას (00:00 საათის შემდეგ).

მსურველებს სივის გამოგზავნა შეუძლიათ შემდეგ ელფოსტაზე: hr.ketoandkote.ge ან დაგვიკავშირდნენ ნომერზე: +995 599 358 189
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე