Робота для біженців з України
ხის პალეტების საწარმოს მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ხის პალეტების საწარმოს მენეჯერი
მომწოდებელი: ვეარჰაუსი
გამოქვეყნდა: 06 მაისი / ბოლო ვადა: 06 ივნისი
შპს "ვეარჰაუსი" ეძებს ხის პალეტების საწარმოს მენეჯერს.

კომპანია ივნისიდან გეგმავს ორი სახეობის ევრო და ინდუსტრიული (ფინური) ხის სასაწყობე და გადასაზიდი პალეტების წარმოებას. საწარმოო ხაზი არის ნახევრად ავტომატური. გვესაჭიროება მენეჯერი და სხვა კადრები ვისაც უკვე აქვთ ხის პალეტების წარმოების ან საწარმოში მუშაობის გამოცდილება.

მდებარეობა: თბილისი;
ანაზღაურება: შეთანხმებით. დამოკიდებულია გამოცდილებაზე და უნარებზე

ფუნქცია-მოვალეობები:

** ევრო და ინდუსტრიული პალეტების წარმოების პროცესის მართვა;
** ხარჯთაღრიცხვის წარმოება;
** დასაქმებულ პერსონალთან კომუნიკაცია და მენეჯმენტი;
** რეგიონებში ვიზიტები საჭიროების შემთხვევაში;
** კომუნიკაცია დამკვეთებთან და კომპანიის მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და პიროვნული უნარები:

** აუცილებელია ხის პალეტების წარმოების სფეროში გამოცდილება;
** მართვის მოწმობა;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრობლემის სწრაფად გადაჭრის უნარი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ან მოგვწეროთ თქვენს შესახებ შემდეგ ელფოსტაზე: Tevdoradze2018@protonmail.com. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: ხის პალეტების საწარმოს მენეჯერი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე