Робота для біженців з України
თანამშრომელთა გამოცდილების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: თანამშრომელთა გამოცდილების კოორდინატორი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი "ჯეო ჰოსპიტალსი" აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.

"ჯეო ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას თანამშრომელთა გამოცდილების კოორდინატორის პოზიციაზე.

დეპარტამენტი: ადამიანური რესურსებისა და ორგანიზაციული განვითარების;
განყოფილება: ტალანტების მოზიდვისა და ორგანიზაციული განვითარების;
უშუალო ხელმძღვანელი: ტალანტების მოზიდვისა და ორგანიზაციული განვითარების ხელმძღვანელი.
ადგილმდებარეობა: თბილისი, "ჯეო ჰოსპიტალსის" სათავო ოფისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტალანტების მოზიდვის სქემის და პროცესის სრული ციკლის მართვაში ჩართულობა;
** თანამშრომელთა შენარჩუნება-განვითარებისთვის მნიშვნელოვანი HR პროცესების განვითარების ხელშეწყობა;
** თანამშრომლების სოფთ სქილების განვითარებაზე ზრუნვა;
** L&D და OD მიმართულებით სტრატეგიული პროექტების შექმნა/იმპლემენტაციაში აქტიური ჩართულობა;
** ორგანიზაციული კულტურის ამაღლებაში ხელშეწყობა. მათ შორის ორგანიზაციული კვლევების ჩატარება/დამუშავება და მათი დამუშავების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართულობა;
** საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესში L&D და OD კუთხით პროცედურების შემუშავება/იმპლემენტაციის ნაწილში ჩართულობა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება HR-ის, ფსიქოლოგიის, სოციოლოგიის ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით;
** მინიმუმ 1 წლიანი მუშაობის გამოცდილება ადამიანური რესურსების მართვის მიმართულებით. (სასურველია, სხვადასხვა მიმართულების HR-ის პოზიციებიდან).

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს ორგანიზებისა და კოორდინირების უნარი;
** მიღებული დავალების ანალიზის და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიების უნარი;
** ადამიანთა მოტივირებისა და პროცესში მხარდაჭერის უნარი;
** კონსტრუქციული უკუკავშირის გაცემისა და მიღების უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი.

ჩვენ გახვედრებთ:

** მრავალმხრივ, საინტერესო საქმეს;
** მსხვილმასშტაბიან კომპანიას;
** კომპანიის განვითარების საინტერესო ეტაპს;
** მხარდამჭერ, განვითარებაზე ორიენტირებულ, პროფესიონალთა გუნდს.
** ჰიბრიდულ სამუშაო განრიგს;
** ბაზისური ბენეფიტების პაკეტს.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "თბილისი-თანამშრომელთა გამოცდილების კოორდინატორი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 20 მაისი

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმომგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯეო ჰოსპიტალსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;

კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;

კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;

კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს "ჯეო ჰოსპიტალსს".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე