Робота для біженців з України
სამშენებლო და სარემონტო პროექტების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო და სარემონტო პროექტების კოორდინატორი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 31 მაისი
ერთ-ერთი უმსხვილესი სამედიცინო ქსელი "ჯეო ჰოსპიტალსი" აერთიანებს 25 სამედიცინო დაწესებულებას თბილისსა და რეგიონებში. ქსელი წარმოდგენილია 15 სტაციონარით, 10 ამბულატორიით და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თბილისში, კახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთში, სამცხე ჯავახეთსა და იმერეთში.

"ჯეო ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას სამშენებლო და სარემონტო პროექტების კოორდინატორის პოზიციაზე.

პოზიცია უშუალოდ ექვემდებარება ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელს.
ადგილმდებარეობა: თბილისი. "ჯეო ჰოსპიტალსის" სათავო ოფისი.
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 40 საათი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამშენებლო ნახაზების ანალიზი და მშენებლობის პროცესთან შესაბამისობის კონტროლი;
** ობიექტზე მიმდინარე სამუშაოებზე ტექნიკური ანგარიშის მომზადება;
** გამოვლენილი ხარვეზების დაფიქსირება და შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენა;
** შესრულებული სამუშაოების მოცულობების გადამოწმება და ხარისხის შეფასება;
** პროექტის ხარჯთაღრიცხვის შედგენა სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით;
** სამუშაოების ზედამხედველობა, ხარისხის კონტროლი ნორმებთან, მშენებლობის წარმოების მეთოდოლოგიასთან და სტანდარტებთან შესაბამისობით;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** კომპიუტერული პროგრამების (MS Excel, MS Word, ArchiCAD, AutoCAD) პროფესიულ დონეზე ფლობა.
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** სამუშაოს ორგანიზებისა და კოორდინირების უნარი;
** მიღებული დავალების ანალიზის, რისკების შეფასებისა და საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციის მოძიების უნარი;
** პრიორიტეტების სწორად განსაზღვრისა და საქმის ბოლომდე მიყოლის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "თბილისი-სამშენებლო და სარემონტო პროექტების კოორდინატორი".

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 31 მაისი

გისურვებთ წარმატებას!

თქვენ მიერ (დასაქმების მსურველი კანდიდატის) წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის (პირადი მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია) გადმომგზავნით ადასტურებთ თანხმობას, რომ შპს "ჯეო ჰოსპიტალსი", როგორც დამსაქმებელი, უფლებამოსილია დაამუშაოს გამოგზავნილი ინფორმაცია კანონიერად, სამართლიანად, მონაცემთა სუბიექტისთვის გამჭვირვალედ და მისი ღირსების შეულახავად, კონკრეტულად ამ ვაკანსიის ანდა ამ ვაკანსიის რელევანტური, მომიჯნავე ვაკანსიისთვის განსახილველად, იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას კანდიდატს მიაწოდოს: ა) შესასრულებელი სამუშაოს შესახებ; ბ) შრომითი ხელშეკრულების ფორმის (ზეპირი ან წერილობითი) და ვადის (განსაზღვრული ან განუსაზღვრელი) შესახებ; გ) შრომის პირობების შესახებ; დ) შრომითი ურთიერთობისას დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; ე) შრომის ანაზღაურების შესახებ ინფორმაცია;

კანდიდატი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის უტყუარი და აცხადებს თანხმობას, რომ დამატებით წარადგენს უტყუარ ინფორმაციას, რაც საჭირო იქნება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის პერიოდში, რომელზეც ასევე აცხადებს თანხმობას დამუშავდეს კანდიდატის შერჩევის მიზნით;

კანდიდატი იღებს ვალდებულებას, დამსაქმებელს აცნობოს ნებისმიერი გარემოების შესახებ, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას სამუშაოს შესრულებაში ან საფრთხე შეუქმნას დამსაქმებლის ინტერესებს.
მოპოვებული ინფორმაცია დამსაქმებელთან ინახება მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების შესაბამისი ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად. ამასთან, სადავო გარემოებების არსებობისას, დამსაქმებელი უფლებამოსილია, მოპოვებული ინფორმაცია გადასცეს შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებს. კანდიდატს უფლება აქვს, მოითხოვოს მის მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა, დაბლოკვა, წაშლა ან განადგურება კანონით დადგენილ ვადებში;

კანდიდატი უფლებამოსილია მის მიერ მოწოდებულ ინფორმაციის დამუშავებასთან დაკავშირებულ ნებისმიერი საკითხზე მომართოს შპს "ჯეო ჰოსპიტალსს".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე