Робота для біженців з України
ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: Transportal
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
ლოჯისტიკური კომპანია "Transportal"-ი ახორციელებს შიდა და საერთაშორისო გადაზიდვებს, მომხმარებელს სთავაზობს სრულ ლოჯისტიკურ და საბაჟო მომსახურებას..

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ლოჯისტიკური პროცესების დაგეგმვა, მართვა, კონტროლი.
** სახმელეთო გადაზიდვის დაგეგმვა მართვა და კონტროლი.
** კორპორატიულ და საცალო კლიენტებთან კომუნიკაცია, ლოჯისტიკური საკითხების ირგვლივ.
** საზღვაო და საჰაერო მიმართულებებში აქტიური ჩართულობა, პროცესების დაგეგმვა, მართვა, კონტროლი.
** კლიენტების პორტფელის მართვა.
** ახალი პარტნიორების მოძიება და წარდგენა უშუალო ხელმძღვანელისთვის.
** საბაჟო საკითხების საბაზისო ცოდნა.
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სხვა მითითებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება ლოგისტიკის სფეროში.
** მოლაპარაკების წარმოების ცოდნა/გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა. თურქული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

უნარ-ჩვევები:

** შედეგებზე ორიენტირებული;
** მოლაპარაკების უნარი;
** საქმის და დროის სწორად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობა და პუნქტუალობა;
** პრეზენტაციის უნარი;

ადგილმდებარეობა: თბილისი, ვაჟა-ფშაველას 71
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული 1500-2000 ლარამდე კვალიფიკაციის შესაბამისად + საბონუსე სისტემა

დაინტერესებულმა აპლიკანტებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@transportal.ge

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე