Робота для біженців з України
მზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მზარეული
მომწოდებელი: ჯი-ემ-თი ჰოსფითალითი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
"GMT HOSPITALITY" 2013 წლიდან წარმატებით ოპერირებს ქართულ გასტრონომიულ სივრცეში. ჩვენ ვქმნით გარემოს, სადაც თანასწორობა, კომფორტი, გუნდური მუშაობა ყველაზე მნიშვნელოვანია. ვფლობთ საუკეთესო ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, მუდმივად ვმუშაობთ მათი განვითარებისთვის, რათა უზრუნველვყოთ ხარისხი ჩვენს საქმეში. ვცდილობთ თანამედროვე, აქტუალური ცოდნის, საუკეთესო პრაქტიკებისა და ტენდენციების მუდმივ ძიებას, ვვითარდებით და ვავითარებთ ჩვენს გუნდს.

"GMT HOSPITALITY" აცხადებს ვაკანსიას მზარეულის პოზიციაზე "პური გულიანში", რომელიც უნიკალური კონცეფციის მქონე სახაბაზოა. საინტერესო გასტრონომული სივრცე და გულთბილი შეხვედრების ადგილი და კომპლექსში "ფუნიკულიორი", რომელიც თბილისის სავიზიტო ბარათია და გამოირჩევა უგემრიელესი სამზარეულოთი, უმაღლესი ხარისხის მომსახურებითა და მყუდრო ინტერიერით.

გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ შემდეგ ბენეფიტებს:

** ფასდაკლებას ჩვენს ყველა ობიექტზე;
** უფასო ლანჩს;
** ტაქსის მომსახურებას 23:00 საათის შემდეგ;
** კარიერული განვითარების შესაძლებლობას;

ძირითადი მოვალეობები:

** კულინარიული ნაწარმის შექმნა;
** ტექნოლოგიური რუქებისა და დადგენილი რეცეპტურების დაცვა;
** კერძის მომზადებისას დადგენილი ტექნოლოგიური ბარათის დაცვა;
** FIFO-ს პრინციპების დაცვა;
** სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვა;
** შემდეგი ცვლისათვის ნახევარფაბრიკატების მომზადება;

საჭირო უნარები:

** გუნდური მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@gmtgroup.ge. სათაურის ველში მიუთითეთ "მზარეული".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე