Робота для біженців з України
ტესტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ტესტერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 20 მაისი
თუ მზად ხარ სიახლეებისა და ვარსკვლავებთან თამაშისთვის, ამასთანავე, გსურს გახდე ყველაზე ციფრული სადაზღვევო კომპანიის წევრი, ვფიქრობთ, ტესტერის ვაკანსია დაგაინტერესებს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. 24ბ
განაკვეთი: ორშაბათი-ხუთშაბათი, 10:00-19:00 სთ; პარასკევი 10:00-17:00 სთ;

შენი, როგორც ტესტერის მთავარი ფუნქციები იქნება:

** დეტალური და კარგად სტრუქტურირებული ტესტირების გეგმისა და ტესტ ქეისების შედგენა;
** ტესტირების შედეგების გაანალიზება, ხარვეზების გამოვლენა, დოკუმენტირება;
** ტესტირების შედეგებზე რეპორტის მომზადება;
** აღმოჩენილი ხარვეზებისთვის გადაჭრის გზების მოფიქრება;
** პროდუქტების განვითარების განყოფილებასთან აქტიური თანამშრომლობა ახალი პროდუქტების ხარისხის სამართავად;
** პროგრამული პროდუქტის ხარისხის კვლევა მისი გაუმჯობესების მიზნით;
** ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ რეგრესული ტესტირების ჩატარება;
** ტესტირებასთან დაკავშირებული აქტივობების დაგეგმვა, შეფასება, პრიორიტიზირება და კოორდინირება;
** ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში სუსტი წერტილების გამოვლენა და მისი გაუმჯობესების პროცესში ჩართვა;
** ტესტირების ახალი ინსტრუმენტების და სტრატეგიების შესახებ განახლებული ინფორმაციის ფლობა.

გამოგვეხმაურე, თუ:

** ხარ უმაღლესი სასწავლებლის მე-4 კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული (ინფორმაციული ტექნოლოგიები ან საბუნებისმეტყველო ფაკულტეტი);
** გაქვს ტესტერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** იცი პროგრამული დეველოპმენტის ციკლი, ტესტირების მეთოდოლოგიები, ინსტრუმენტები და პროცესები;
** გიმუშავია სხვადასხვა სააღრიცხვო სისტემებთან - Jira, Codebase, Asana, Gitlab. (ჩაითვლება უპირატესობად);

ვეძებთ ჩვენიანს:

** პასუხისმგებლიანს;
** ორგანიზებულს;
** ინიციატივიანს;
** განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებულს;
** საქმეზე კონცენტრირებულს.

როგორ ვიზრუნებთ შენზე?

გთავაზობთ:

** საუკეთესო ჯანმრთელობის დაზღვევას;
** მენტალური ჯანმრთელობის დაფარვას;
** შვებულების 24 სამუშაო დღეს, 4 Day Off-სა და დამატებით 5 სამუშაო დღეს მენტალური შვებულებისთვის;
** მაგთის კორპორატიულ პაკეტს;
** პიროვნული და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;

დაგახვედრებთ:

** საინტერესო საქმეს;
** მრავალფეროვნებას;
** სუპერ გუნდს და სუპერ გარემოს.

თუ ფიქრობ, რომ ეს ვაკანსია შენთვისაა, გამოგზავნე CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@tbcinsurance.ge 2024 წლის 20 მაისის ჩათვლით. თემის ველში კი მიუთითე ვაკანსიის დასახელება "ტესტერი".

სს "თიბისი დაზღვევა" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში, შეგიძლიათ მოგვმართოთ: ცხელი ხაზი 032 2 242 22 22 *313; ელ ფოსტა: Incident_Compliance@tbcinsurance.ge.

გაცნობებთ, რომ სს "თიბისი დაზღვევა" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 10 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე