Робота для біженців з України
ER რეგისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ER რეგისტრატორი
მომწოდებელი: სამედიცინო კომპანია
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
სამედიცინო კომპანია აცხადებს ვაკანსიას ER რეგისტრატორის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ნუცუბიძის I პლატო;
ანაზღაურება: 850 ლარი
სამუშაო განრიგი: ყოველი მესამე დღე 16 საათიანი მორიგეობა, დასვენების დღეებში 24 საათიანი მორიგეობა;

ძირითადი ფუნქციები:

** გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში შემოსული პაციენტის რეგისტრაცია;
** პაციენტთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება;
** პაციენტის მონაცემების რეგისტრაცია/აღრიცხვა სახელმწიფო პორტალზე. კერძო დაზღვევით მოსარგებლე პაციენტის შემთხვევაში შესაბამის სადაზღვევო კომპანიაში შეტყობინების დატოვება და პროგრამაში ასახვა;
** პაციენტის სადაზღვევო სტატუსის დადგენა სახელმწიფო პორტალზე;
** მომსახურების პროცესში წარმოქმნილი ტექნიკური და სხვა ხარვეზების დროული იდენტიფიცირება და რეაგირება;
** სამედიცინო მომსახურების ღირებულების განსაზღვრა და გადახდების უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** კანონმდებლობით გათვალისწინებული ჯანდაცვასთან დაკავშირებული დადგენილებებისა და ბრძანებების ცოდნა;
** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა;
** უცხო ენა - B1 დონეზე
** MS Office - სამომხმარებლო დონეზე

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონული ფოსტით მისამართზე: newclinicvacancy@gmail.com (გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ("subject") ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ER რეგისტრატორი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე