Робота для біженців з України
მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე პირების პერსონალური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე პირების პერსონალური ასისტენტი
მომწოდებელი: ხელი ხელს
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
"ხელი ხელს" აცხადებს ვაკანსიას, თბილისში განვითარების მძიმე და ღრმა შეფერხების მქონე პირების პერსონალური ასისტენტის პოზიციაზე.

მოთხოვნები აპლიკანტის მიმართ:

** საშუალო ან უმაღლესი განათლება
** სასურველია შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ტრენინგები ან კვალიფიკაციები ჰუმანიტარულ, სოციალურ, სამედიცინო, ფსიქოლოგიის ან მომიჯნავე სფეროებში;
** ამ ეტაპზე, უპირატესობა ენიჭება მამრობითი სქესის წარმომადგენლებს

სამუშაოს აღწერა და პასუხისმგებლობა:

** შშმ პირების ასისტირება ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით, მათი საზოგადოებაში ინკლუზიის ხელშეწყობა, ღირსეული მოპყრობა და უფლებების დაცვა;
** დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო ფუნქციური და პროფესიული უნარების განვითარებაში ხელშეწყობა;

ფუნქცია/მოვალეობები:

** შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და გაუმჯობესებაში დახმარება;
** თვითმოვლისა და ყოფითი ხასიათის სხვადასხვა უნარების განვითარებასა და შესრულებაში მხარდაჭერა, მათ შორის:

** ბენეფიციარის მოვლას, დახმარებას და სწავლებას საკვების, საპირფარეშოს, პირადი ჰიგიენის დაცვის პროცესში;
** სოციალური ინკლუზიაში ხელშეწყობა;
** განათლება-განვითარების ხელშეწყობა;
** ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, უფლებების დაცვაში მხარდაჭერა;
** სერვისის მიწოდების ანგარიშგება;

ორგანიზაცია იზრუნებს:

** თქვენი პროფესიული ცოდნის განვითარებაზე (ტრენინგები და სუპერვიზია)
** პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებაზე სამუშაო ადგილზე მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე

ანაზღაურება: გამოსაცდელი პერიოდი (3 თვე) - საათში 6 ლარი სტანდარტული ანაზღაურება კვირის დღეებში (ორშაბათი-პარასკევი) საათში 8 ლარი (ხელზე ასაღები) შაბათ-კვირას 10 ლარი (ხელზე ასაღები).

დაინტერესების შემთხვევაში დაგვიკავშირდით: 599 77 50 00; 551 35 05 04 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: Handinhandg@gmail.com.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე