Робота для біженців з України
უსაფრთხოების ოფიცერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უსაფრთხოების ოფიცერი
მომწოდებელი: რუმს
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"Rooms"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. "Rooms"-ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

"Rooms Tbilisi" აცხადებს ვაკანსიას უსაფრთხოების ოფიცრის პოზიციაზე

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების და თანამშრომლების დაცვა;
** ტერიტორიის მონიტორინგი, ადგილზე ან კამერების საშუალებით;
** პრობლემებისა და უჩვეულო საკითხების ჩანაწერების წარმოება;
** პრობლემური სიტუაციების გამკლავება საჭიროების მიხედვით;
** ცვლის ზედამხედველისთვის ცვლის ანგარიშის მიწოდება;
** სხვადასხვა ცვლაში მუშაობა, საჭიროების შემთხვევაში.

საჭირო უნარები და მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** რამდენიმე დავალების კოორდინირების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** დაზღვევა;
** კვება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** რუმსის ობიექტებზე კორპორაციული ფასდაკლება;

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 1 ივნისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.tbilisi@roomshotels.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე