Робота для біженців з України
შვეიცარი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შვეიცარი
მომწოდებელი: რუმს
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 01 ივნისი
"ROOMS"-ი სტუმარ-მასპინძლობის სფეროში საერთაშორისოდ ცნობილი ქართული ბრენდია და მსოფლიოს მასშტაბით არის ცნობილი მოგზაურთა სხვადასხვა სეგმენტზე გათვლილი ინოვაციური და დიზაინზე ორიენტირებული პორტფოლიოთი. ROOMS-ის ბრენდი აერთიანებს თანამედროვე და ტრადიციულ ქართულ ესთეტიკას, რომელიც მუდმივად ვითარდება და თავის სტუმარს გამორჩეულ, მათზე მორგებულ სერვისსა თუ გარემოს სთავაზობს.

"ROOMS Kazbegi" აცხადებს ვაკანსია შვეიცარის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** სტუმრების დახვედრის და მათი გაცილების უზრუნველყოფა;
** სასტუმროს მომსახურებაზე, არსებული სერვისებსა და პროდუქტებზე სრული ინფორმაციის ფლობა;
** სტუმრების ბარგის ოთახებში მიტანის უზრუნველყოფა;
** ფოიესა და ბარგის ოთახში სისუფთავის დაცვა;
** ბარგის ურიკის მოვლისა და დასუფთავების უზრუნველყოფა;

საჭირო უნარები:

** გამართულად საუბარი ქართულ და ინგლისურ ენაზე;
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დამატებითი სარგებელი:

** პროფესიული განვითარება;
** კონკურენტული ანაზღაურება;
** საცხოვრებელი;
** დაზღვევა;
** კვება;
** ტრანსპორტირება ღამის საათებში;
** რუმსის ობიექტებზე კორპორატიული ფასდაკლება.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 16 მაისამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: recruitment.kazbegi@roomshotels.com. სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "რუმს ჰოტელს ლაბი", მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე