Робота для біженців з України
მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მენეჯერი
მომწოდებელი: გასტრონომი
გამოქვეყნდა: 02 მაისი / ბოლო ვადა: 02 ივნისი
"Tartine et Chocolat - ფრანგული მოდის სახლი ბავშვებისთვის" თბილისში პირველ მაღაზიას ხსნის და გუნდის პირველ წევრებს ვეძებთ!

"Tartine et Chocolat"-ის გუნდში ვეძებთ სტაბილურ და განვითარებაზე ორიენტირებულ თანამშრომელს მენეჯერის პოზიციაზე.

Tartine et Chocolat 1977 წლიდან ქმნის ელეგანტურ და გამორჩეულ სამოსს ყველა ასაკის ბავშვებისთვის. ბრენდი შეიქმნა ბავშვური მოგონებების სიყვარულითა და შთაგონებით და მას მერე ჩვენი ღირებულებები უცვლელია. ყოველთვის გამოგვარჩევს ფრანგული სტილი, დახვეწილი დეტალები, უნიკალური ქსოვილები, უნაკლო შესრულება.... და რაც მთავარია სენტიმენტალურობა. ჩვენი პირველი მაღაზიის გახსნისთვის ვეძებთ ენერგიულ, ღიმილიან, მოდაზე შეყვარებულ ადამიანებს.

შენი ბენეფიტები იქნება:

** თანამშრომლის ფასდაკლება;
** ჯანმრთელობის დაზღვევა;
** მუდმივი ტრენინგებისა და განვითარების შესაძლებლობა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** თანამშრომლების მართვა, გადამზადება და დახმარება;
** თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა;
** თანამშრომლებისთვის განრიგის შემუშავება და დაცვა;
** ბრენდისა და საოპერაციო სტანდარტების დაცვა;
** მაღაზიის ყოველთვიური გეგმების მიხედვით ამოცანების დასახვა და ეფექტური მუშაობის უზრუნველყოფა;
** მაღაზიის საოპერაციო პროცესებში მონაწილეობის მიღება;
** გაყიდვების უზრუნველყოფა მომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნით;
** მარაგების და ნაშთის კონტროლი;
** მომხმარებელთა ბაზის მონიტორინგი;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებელთან ურთიერთობა, რჩევის მიცემა, დახმარება;
** ინვენტარიზაციის დაგეგმვა და შესრულება;
** მაღაზიის თანამშრომლების პერსონალური მიზნების დასახვა და ეფექტურობის უზრუნველყოფა;
** მენეჯმენტთან ყოველკვირეული/ყოველთვიური რეპორტინგი;

შენგან ველოდებით, რომ:

** გიყვარდეს ადამიანებთან ურთიერთობა;
** გქონდეს ძლიერი ლიდერული უნარები და მოგწონდეს თანამშრომლების განვითარებაზე ზრუნვა;
** გქონდეს სამუშაო გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე რითეილ სფეროში (სასურველია მოდის ან ბავშვის სათამაშოების მიმართულება);
** გქონდეს მომხმარებელთა მომსახურებაზე ორიენტირებულ ბიზნესში მუშაობის გამოცდილება;
** გიყვარდეს ახალი ინიციატივების გამოჩენა;
** იცოდე საოფისე პროგრამებში მუშაობა;
** იყო დეტალებზე ორიენტირებული და გქონდეს კარგი სამუშაო ეთიკა;
** სასაუბრო დონეზე იცოდე ინგლისური ენა.

ანაზღაურება: 2000 ₾ + ბონუსი
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი.
ლოკაცია : თბილისი

თუ თვლით, რომ თქვენი კანდიდატურა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისია, და ფიქრობთ მუდმივ პროფესიულ ზრდასა და განვითარებაზე, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@kidsconcept.ge ;

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე