დასახელება:
ტექნიკური მენეჯერი
|
მომწოდებელი:
ჯითექსი
|
გამოქვეყნდა: 01 მაისი
/ ბოლო ვადა: 01 ივნისი
|
შპს "ჯითექსი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური მენეჯერის პოზიციაზე.
კომპანია "ჯითექსი" 16 წელია აქტიურად ოპერირებს ბაზარზე და აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორიცაა: KIABI, Penti, Matalan, OVS, Terranova, Enza home, EnglishHome.
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 სთ, კვირაში 5 სამუშაო დღე;
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, შესაძლოა მივლინებები ბათუმსა და ქუთაისში;
ანაზღაურება: კანდიდატის გამოცდილების მიხედვით
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** ტექნიკური მიმართულებით არსებულ ინციდენტებზე რეაგირება და სამუშაოების დაგეგმვა ან/და განხორციელება;
** ფილიალებში საჭირო სამუშაოების განსაზღვრა და შესაბამისი დაგეგმარება;
** არსებული სისტემების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** კაპიტალური შეკეთებების, რემონტების დაგეგმვა, ორგანიზება და მართვა;
ახალი ფილიალის/ების გახსნის სარემონტო სამუშაოების მართვა: შესაბამისი გუნდის დაქირავება, სამუშაოების კონტროლი.
** შესრულებული სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი;
** კომპანიის მფლობელობაში არსებული შენობის შიდა და გარე დაზიანებების მონიტორინგი;
** ტექნიკური საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება, ასევე ხელმძღვანელთან გაზიარება პრობლემების და საკითხების გადაწყვეტის სხვადასხვა ვერსიების ჭრილში;
** დაქვემდებარებული პერსონალისთვის ძირითადი სამუშაო გეგმების დასახვა და კონტროლი;
** ობიექტის ტერიტორიაზე არსებული ტექნიკის და სხვადასხვა კომუნიკაციების უსაფრთხოების კონტროლი;
** სპეციალიზებული სამუშაოს შესასრულებლად შესაბამის კომპანიასთან/ფიზიკურ პირთან მოლაპარაკებების წარმოება და სამუშაოების მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების დროული შესრულება.
უნარები და კომპეტენციები:
** უმაღლესი ან/და პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** იგივე ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
** ტექნიკური დოკუმენტაციის, ნახაზებისა და სქემების წაკითხვის ცოდნა;
** უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესების ცოდნა;
** გამართული კომუნიკაციის უნარები, როგორც ვერბალური, ასევე წერითი
** გუნდური მუშაობისა და გუნდის მართვის უნარი;
** პრიორიტეტების განსაზღვრისა და სამუშაოს დელეგირების უნარი;
** მართვის მოწმობა B კატეგორია;
კომპანია ჯითექსი გთავაზობთ:
** გრძელვადიან თანამშრომლობას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
** ფასდაკლებებს კომპანიის ბრენდის მაღაზიებში;
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge და ელ-ფოსტის გამოგზავნისას სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითოთ შემდეგი დასახელება: "ტექნიკური მენეჯერი".
წარმატებებს გისურვებთ!
|
|
|
|